ანსამბლის „მარგალიტი“ ტრადიციად ქცეული კონცერტი - „შეხვედრა საშობად“ ამ ჯერად, 2025 წელს რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება.
„მარგალიტის“ 5 წლიანი შემოქმედების კვალდაკვალ, პირველ საიუბილეო კონცერტზე, მსმენელს სიურპრიზებით სავსე, ჯადოსნური საღამო გელით.
კონცერტზე შესრულდება ქართული ტრადიციული მუსიკის ყველა მიმდინარეობა: ხალხური სიმღერა, საეკლესიო გალობა, ქალაქური მუსიკა. ასევე, გაჟღერდება ის საკომპოზიტორო ნიმუშები, რომლებიც ანსამბლისთვის „მარგალიტი“ დამახასიათებელი არანჟირებებით არის შექმნილი; კოლაბორაცია გიგი ცინცაძესთან და ნინო ჯანჟღავასთან ერთად; ინგლისური საშობაო სიმღერები (Christmas carol).
სპეციალური მოწვევით : გიგი ცინცაძე, ნინო ჯანჯღავა.
დაგეგმილია ღონისძიების აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის გამოც კონცერტზე არ დაიშვებიან 12 წლამდე ბავშები.
ღონისძიების მხარდამჭერი: საქართველოს კულტურის სამინისტო.
