28 მარტს - Radio City (District 4)-ში - 90-იანების ფესტივალი გაიმართება, სადაც 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე დიდი ვარსკვლავი, Arash იმღერებს.
Arash წარმოშობით სპარსი, შვედეთში მოღვაწე, „პლატინის“ სტატუსის მქონე მომღერალი, პროდიუსერიდა გლობალური მასშტაბის ჰიტმეიკერია, რომელიც ცნობილია თავისი დაუვიწყარი ჟღერადობითა დაენერგიული შოუ კონცერტებით. სპარსული მემკვიდრეობისა და დასავლური პოპ-მუსიკის საცეკვაორიტმების სინთეზით, მან მრავალ ქვეყანაში მოიპოვა ოქროსა და პლატინის ჯილდო გაყიდვებში დამსოფლიო მასშტაბით მრავალრიცხოვანი აუდიტორია შეიძინა.
მილიარდობით ნახვისა და სტრიმინგის მქონე Arash, თანაბრად აჯადოებს მსმენელს როგორც სპარსულ(ფარსი), ისე ინგლისურ ენებზე შესრულებული სიმღერებით, სადაც ყოველთვის იგრძნობა მძლავრიენერგია, ღრმა ემოცია და დაუვიწყარი მელოდიები.
მას უთანამშრომლია ისეთ მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან, როგორებიცაა Snoop Dogg, Shaggy, Sean Paul და Marshmello. სწორედ ამ კოლაბორაციების შედეგად შეიქმნა ისეთი უკვდავი ჰიტები, როგორიცაა "Boro Boro", "Broken Angel" და მისი ბოლოდროინდელი გლობალური წარმატება — "I Adore You".
Arash-ის ტურნეები მოიცავს მთელ მსოფლიოს — ჩრდილოეთ ამერიკიდან აზიამდე — და ის გამოდისწამყვან ქალაქებსა თუ საკულტო სცენებზე. მისი მაღალენერგიული შოუები, რომლებსაც ხშირადდინამიური ბენდი აფორმებს, მსმენელს წარუშლელ შთაბეჭდილებას უტოვებს. ეს გამოსვლები არამხოლოდ მის განსაკუთრებულ ნიჭს უსვამს ხაზს, არამედ ნათლად ასახავს იმ დიდ გლობალურმოთხოვნას, რომელიც აღმოსავლური და დასავლური მუსიკის მისეულ უნიკალურ ნაზავზე არსებობს.
მუსიკის მიღმა, არაშმა მონაწილეობა მიიღო ისეთ აღიარებულ ფილმებში, როგორიცაა "Rhino Season"და "Bluffmaster", რითაც თავისი შემოქმედებითი ნიჭის კიდევ ერთი მხარე წარმოაჩინა.
90-იანების ფესტივალზე, მონაწილეობას ასევე მიიღებენ, ქართული ესტრადის ვარსკვლავები: ლექსსენი • დათო ფორჩხიძე • მერაბ სეფაშვილი • თიკა ჯამბურია • თამუნა ამონაშვილი • თემო რცხილაძე • ბედინა. ენერგიული საცეკვაო მუსიკის, გემოვნებიანი სელექციით, ფესტივალს Dj Dicho დახურავს.
ასაკობრივი შეზღუდვა 18+
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება
