საყვარელი, პოეტური და შავი იუმორით გაჟღენთილი კომედია სამოცდარვა წლის ვამპირი გოგონასა და სუიციდალური თინეიჯერის შესახებ, რომელსაც ერთი სული აქვს, მისი ცხოვრება შეწყდეს.
ფილმის პროტაგონისტი, საშა, ახალგაზრდა ვამპირია, რომელიც არავამპირული თვისებით გამოირჩევა- ადამიანები ეცოდება. როდესაც მისი უჩვეულობით გაბრაზებული მშობლები სისხლის მარაგის მიწოდებას შეუწყვეტენ, იგი არჩევანის წინაშე დგება- ან მოკლას, ან მოკვდება. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტს, ისეთ ადამიანთან შევიდეს გარიგებაში, ვისაც სიცოცხლე თავადაც არ უნდა.
ფილმმა ათობით ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ოთხი- ვენეციის კინოფესტივალზე.