2025 წლის 24 და 25 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-10 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი მაესტროს - ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 90 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებ თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით, ვოკალური ანსამბლები „რუსთავი“ და „რანინა“. კონცერტზე აჟღერდება ჯანსუღ კახიძის სიმღერები და წარმოდგენილი იქნება უნიკალური ვიდეო კადრები მისი ცხოვრებიდან.