გეპატიჟებით მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე „სტანდარტები ტურიზმში“. ეს ღონისძიება არის პლატფორმა, სადაც ადგილობრივი პროფესიონალები და საერთაშორისო ექსპერტები აზიარებენ გამოცდილებასა და ხედვებს ტურიზმის სექტორში არსებული სტანდარტების, რეგულაციებისა და იმ ყოველწლიური კრიტერიუმების შესახებ, რომლებსაც გლობალური ორგანიზაციები ჰოსპიტალითის სფეროში ნერგავენ.
ღონისძიება მოიცავს სამ სესიას:
- პირველი სესია: „მდგრადი დანიშნულების ადგილი“ – ტუროპერატორების როლი ადგილის განვითარებაში, დანიშნულების ადგილების პოზიციონირება და მუნიციპალური მართვა ტურიზმის მიმართულებით.
- მეორე სესია: „სასტუმრო და განთავსება“ – სასტუმროების კლასიფიკაციისა და შეფასების ახალი სისტემა. მოწვეული სტუმარი: „მსოფლიო მდგრადი ჰოსპიტალითის ალიანსი“.
- მესამე სესია: ვორკშოპი – The Business of Adventure Tourism
შემოუერთდით ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას 22 სექტემბერს. ეს არის შესაძლებლობა, ჩაერთოთ დისკუსიებში, გააფართოოთ პარტნიორთა ქსელი და აიმაღლოთ კვალიფიკაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.