გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს. სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება.