4GB - ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომლიც 2011 წლიდან იმართება. ფესტივალი, წლების განმავლობაში რეგიონის გამორჩეულ მუსიკალურ მოვლენად იქცა. წელს ფესტივალის ნაცვლად, თბილისში, რადიო ქალაქში მხოლოდ მაიკლ მაიერი დაუკრავს.
კარზე, ბილეთები გაიყიდება მათი ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, მხოლოდ წინასწარ ონლაინ-ვერიფიცირებული სტუმრებისთვის.
ბილეთის შეძენის და გამოყენების წესები და პირობები:
- ყველა ბილეთი სახელობითია. ერთ ადამიანს შეუძლია ერთი ბილეთის შეძენა - მხოლოდ საკუთარი თავისთვის.
ბილეთი არ ექვემდებარება დაბრუნებას, გადაცვლას ან სხვა პირისთვის გადაცემას.
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
ყურადღება!!! თუ წარსულში 4GB-ზე გავლილი გაქვს ფესტივალის ვერიფიკაცია, წელს ამის გაკეთება ხელახლა არ მოგიწევს და ბილეთის შეძენას ვერიფიკაციის გარეშე შეძლებ tkt.ge-ზე, მხოლოდ იმ ექაუნთით, რომლითაც შარშან იყავი ვერიფიცირებული. ახალი ექაუნთის ფლობის შემთხვევაში, ვერიფიკაცია ხელახლა უნდა გაიარო.
ვერიფიკაციისთვის, ველების შევსების დროს, დანარჩენ ინფორმაციასთან ერთად, აუცილებლად მიუთითე შენი მოქმედი ფეისბუქ ან ინსტაგრამ პროფილი და გააგზავნე მოთხოვნა. განხილვის პროცესს შეიძლება 5 დღემდე დასჭირდეს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, შეძლებ შეიძინო ფესტივალის ბილეთი.
ყურადღება!!! ვერიფიკაციის მოთხოვნის მომენტში შენი ფეისბუქ ან ინსტაგრამ პროფილი არ უნდა იყოს ჩაკეტილი დამთვალიერებელთათვის. ასევე, აუცილებელია რომ შესაბამის ველში აუცილებლად (!!!) მიუთითო შენი ფეისბუქ ან ინსტაგრამ პროფილის სწორი ლინკი.
ბილეთის შეძენის შემდეგ, ივენთზე მოსახვედრად, აუცილებელია წინასწარ მოხდეს ბილეთის გააქტიურება. ბილეთის გასააქტიურებლად, საჭიროა ატვირთო ფოტო, სადაც შენი სახე კარგად ჩანს. სწორედ ამ ატვირთული ფოტოთი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით მოხდება შენი იდენტიფიცირება და ღონისძიებაზე შეშვება.