4GB - ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომლიც 2011 წლიდან იმართება. ფესტივალი, რომელიც წლების განმავლობაში რეგიონის გამორჩეულ მუსიკალურ მოვლენად იქცა, წელს, 2 და 3 ოქტომბერს “ლოკო პარკის” ტერიტორიაზე გაიმართება.
ბილეთის ფასები:
I კალათა
ფესტივალის საშვი - 150 ლარი
II კალათა
ფესტივალის საშვი - 200 ლარი
III კალათა
ფესტივალის საშვი - 250 ლარი
დღიური ბილეთი - 150 ლარი (ონლაინ შეძენისას)
კარზე, ბილეთები გაიყიდება მათი ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, მხოლოდ წინასწარ ონლაინ-ვერიფიცირებული სტუმრებისთვის.
დღიური ბილეთი - 180 ლარი (კარზე შეძენისას)
ყურადღება
თუ წარსულში გავლილი გაქვს ფესტივალის ვერიფიკაცია TKT.GE-ზე, წელს ამის გაკეთება ხელახლა არ მოგიწევს და ბილეთის შეძენას ვერიფიკაციის გარეშე შეძლებ TKT.GE-ზე, მხოლოდ იმ ექაუნთით, რომლითაც წარსულში იყავი ვერიფიცირებული. ახალი ექაუნთის ფლობის შემთხვევაში, ვერიფიკაცია ხელახლა უნდა გაიარო.
საქართველოს ბანკის Visa & Mastercard და SOLO Visa & Mastercard ბარათების მფლობელებისათვის, მხოლოდ ონლაინ შეძენისას, ბილეთების მეორე და მესამე კალათაზე მოქმედებს 15% ფასდაკლება.
ნებისმიერი ტიპის ბილეთის შეძენის და გამოყენების წესები და პირობები:
• ფესტივალის ყველა ბილეთი სახელობითია. ერთ ადამიანს შეუძლია მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა - მხოლოდ საკუთარი თავისთვის და ერთი სხვა ადამიანისთვის. ბილეთი არ ექვემდებარება დაბრუნებას, გადაცვლას ან სხვა პირისთვის გადაცემას. ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
• ვერიფიკაციისთვის, ველების შევსების დროს, დანარჩენ ინფორმაციასთან ერთად, აუცილებლად მიუთითე შენი მოქმედი ფეისბუქ ან ინსტაგრამ პროფილი და გააგზავნე მოთხოვნა. განხილვის პროცესს შეიძლება 5 დღემდე დასჭირდეს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, შეძლებ შეიძინო ფესტივალის ბილეთი.
• ყურადღება!!! ვერიფიკაციის მოთხოვნის მომენტში შენი ფეისბუქ ან ინსტაგრამ პროფილი არ უნდა იყოს ჩაკეტილი დამთვალიერებელთათვის. ასევე, აუცილებელია რომ შესაბამის ველში აუცილებლად (!!!) მიუთითო შენი ფეისბუქ ან ინსტაგრამ პროფილის სწორი ლინკი.
• ბილეთის შეძენის შემდეგ, ფესტივალზე მოსახვედრად, აუცილებელია წინასწარ მოხდეს ბილეთის გააქტიურება. ბილეთის გასააქტიურებლად, ადრესატმა საჭიროა ატვირთოს ფოტო, სადაც მისი სახე კარგად ჩანს. სწორედ ამ ატვირთული ფოტოთი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით მოხდება მისი იდენტიფიცირება და ფესტივალზე შეშვება.
პორტის ქალაქი და შავი ზღვის კურორტი ბათუმი – ქართული რესპუბლიკა აჭარის დედაქალაქია. ბათუმის ბულვარი გადის სანაპიროს, პარკისა და პლაჟის გასწვრივ. 130 მეტრის სიმაღლის ანბანის კოშკზე, რომელზეც ქართული ანბანის ასოებია, მდებარეობს საოცარი ხედების პლატფორმა, საიდანაც ზღვის ხედით დატკბობა შეგიძლიათ. ძველ ქალაქში შეგიძლიათ იხილოთ მე-19 საუკუნის მრავალი რეკონსტრუირებული შენობა. ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ბოტანიკური ბაღი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მცენარეებია წარმოდგენილი.