497 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
497

497

497
14 Akaki Vasadze St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან35
advertising
ქართული

განრიგი

27.09.2025
შაბათი
20:00
35 ₾ - 55
35 ₾ - 55
ვრცლად

აღწერა

497 არის თეატრალური წარმოდგენა ქორეოგრაფიული მოტივებით, რომელიც ეხება მეოცე საუკუნის დასაწყისში მომხდარ ცნობილ მოვლენას. ოთხმა რუმინელმა, რომლებიც პარიზში სწავლობდნენ, მოიგო საფრანგეთის ტურისტული კლუბის მიერ გამოცხადებული კონკურსი. კლუბის შეთავაზება შემდეგი იყო: 100,000 ფრანკის ჯილდო - ფეხით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის სანაცვლოდ.  200 მონაწილიდან მხოლოდ რუმინელების მარშრუტი იქნა შერჩეული. მათი მოგზაურობა 1910 წელს დაიწყო და ათი წელი გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ისინი ატარებდნენ რუმინულ ხალხურ სამოსს, საარსებო თანხას კი ხალხური ცეკვების შერსულებით შოულობდნენ. მოგზურობის განმავლობაში 497 წყვილი ოპინჩი (ტრადიციული გლეხური ფეხსაცმელი) გაიცვითა. საბოლოოდ მოგზაურობა მხოლოდ ერთმა მათგანმა დაასრულა, მაგრამ მანაც ვერ შეძლო კუთვნილი ჯილდოთი ტკბობა, რადგან იმ დროისთვის არსებულმა ინფლაციამ თანხის ღირებულებას მნიშვნელობა დაუკარგა.
წარმოდგენის ავტორებმა გამოიყენეს იმ პერიოდის დოკუმენტები და მონაწილეთა დღირებიდან ამონარიდები, რათა ხელახლა გაეცოცხლებინათ ეს რთული მოგზაურობა. წარმოდგენაში ისტორიული მოვლენა თანამედროვეობის კვალდაკვალ არის გადმოცემული, რაც გვაძლევს საშუალებას დავსვათ კითხვები სამომხმარებლო საზოგადოების არსის შესახებ და გადავეხდოთ მის მძიმე ეკონომიკურ მექანიზმებს.

 

ფოტო და ვიდეო

497

ადგილი

ახმეტელის თეატრი
თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი არის დრამატული თეატრი თბილისში, გლდანის რაიონში. თეატრი აკაკი ვასაძის ქუჩაზე მდებარეობს. თეატრის შენობა აშენდა კლასიკურ ბაროკოს სტილში. თბილისის დრამატული თეატრი 1981 წელს რეჟისორმა ლერი პაქსაშვილმა დააარსა. 1987 წელს თეატრს გამოჩენილი თეატრის რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელი მიენიჭა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება