გეპატიჟებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ-ფსიქოლოგიურ თამაშზე — Secret Hitler.
თამაში ვითარდება 1930-იანი წლების გერმანიაში, სადაც მონაწილეები ფარულად იყოფიან ორ ბანაკად: ლიბერალებად და ფაშისტებად. ლიბერალების მიზანია, შეაჩერონ ფაშისტები და არ დაუშვან ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლა, ხოლო ფაშისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთი ლიდერი გამარჯვებამდე მიიყვანონ.
მონაწილეებს მოუწევთ ყურადღებით დააკვირდნენ ერთმანეთს, იპოვონ მოკავშირეები, გამოავლინონ ფარული მოწინააღმდეგეები და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.
ვისაც ერთხელ მაინც უთამაშია Secret Hitler, კარგად იცის, რამდენად დაძაბული, დინამიკური და ემოციებით სავსეა თითოეული პარტია!
💰 მონაწილეობის საფასური: 15 ლარი