ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ეთნომუსიკის თეატრი „მთიები’’გიწვევთ ფოლკლორულ წარმოდგენაზე
„დღეს ღამე უთენებია“, რომელიც ანსამბლის 45 წლის იუბილეს ეძღვნება.
სცენაზე გაცოცხლებული ქართული ფოლკლორის მრავალფეროვანი ნიმუშები, სიმბოლური და ემოციური ფრაგმენტები, ამავე დროს ქრონოლოგიურად გვიხატავს „მთიების“ განვლილ გზას 1980 წლიდან დღემდე.
ამ გზის გამგრძელებლად კი ბავშვთა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია „ამერ-იმერი“ გვევლინება.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო და შემოქმედებითი საქართველო.
ასაკობრივი შეზღუდვა: 6+
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება