45' 3'' თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
45' 3''

45' 3''

45' 3''
9 Geronti Kikodze St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან25
advertising
ქართული

განრიგი

03.01.2026
შაბათი
20:00
25
04.01.2026
კვირა
20:00
25

აღწერა

რეჟისორი: დუდუ მოდებაძე

მონაწილეობენ: გიგა ჯიშკარიანი, ანიკო ეზიაშვილი

 

ფროდაქშენი "წრე", Dirty Habit Bar და Georgian Vision წარმოგიდგენთ სპექტაკლს ერთ მოქმედებად.

 

„45 წუთი და 3 წამი“ — ფსიქოლოგიური დრამა ერთი კაცის შინაგან სამყაროზე, მისი ფარული თამაშების წესებზე და იმ გარდამტეხ მომენტზე, როდესაც ყველაზე თვითდაჯერებული მოთამაშეც კი საკუთარ ადამიანურ სისუსტეს ეჯახება.
 

იანის ცხოვრება ემოციების მართვაზე, ადამიანების წვრილმანების აღმოჩენასა და მათზე მანიპულირების უნარზეა აგებული. მისი „ხელოვნება“ — გრძნობებით თამაშია. მაგრამ როგორც ყველა თამაშში, აქაც დგება ის წუთი, როცა წესები იცვლება.
 

სპექტაკლი მაყურებელს დაძაბულ და ინტიმურ სივრცეში ამყოფებს — აქ ვნება გადადის ეჭვში, გაუბედაობა — ირონიულ ორაზრობაში, ინტრიგა კი — ურთიერთობების ფსიქოლოგიურ ანალიზში.

 

ეს არის ისტორია მანიპულაციაზე, ფსიქოლოგიურ დუელზე, საკუთარ თავთან ბრძოლაზე და იმ 45 წუთზე, რომელშიც მთელი ცხოვრება ეტევა — ყველა შეცდომით, ყველა გამარჯვებით, ყველა გატეხილი ილუზიით...

 

ასაკობრივი შეზღუდვა 16+

ფოტო და ვიდეო

45' 3''

ადგილი

Dirty habit Bar
კარგი ატმოსფერო, უგემრიელესი კოქტეილები და კერძები, მეგობრული ბარმენები, პოზიტიური განწყობა და გემრიელი მუსიკა
ამ ადგილის ყველა ღონისძიება