42 ფირი ნეპალიდან | ლელი ბლაგონრავოვას ვორქშოპი ქუჩის ფოტოგრაფიაზე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
42 ფირი ნეპალიდან | ლელი ბლაგონრავოვას ვორქშოპი ქუჩის ფოტოგრაფიაზე

42 ფირი ნეპალიდან | ლელი ბლაგონრავოვას ვორქშოპი ქუჩის ფოტოგრაფიაზე

მოხარული ვართ რომ მიუხედავად ყველასთვის კარგად ცნობილი გამოწვევებისა, ლელი არ კარგავს ინტერესს ფირის ფოტოგრაფიისადმი და მისთვის ფირი ისტორიის თხრობის შეუცვლელი მედიუმია.   მისი ბოლო ფოტოპროექტი - 42 ფირი ნეპალიდან, ვიზუალურად თავბრუდამხვევი და შემეცნებითი მოგზაურობა იქნება მნახველისთვის, რის პარალელურადაც ლელი გაუძღვება ვორქშოპს ქუჩის ფოტოგრაფიაზე და ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებაზე, გამოწვევებზე და გაგვიზიარებს ცოდნას ისეთ თემებზე, როგორიცაა კომპოზიცია, ფერი, ფირის ფორმატი, იუმორი და გარემო ფოტოგრაფიაში. შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე,დასწრება თავისუფალია!  გელით 
42 ფირი ნეპალიდან | ლელი ბლაგონრავოვას ვორქშოპი ქუჩის ფოტოგრაფიაზე
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

კვირას 28 აპრილს, 8 საათზე Magnolia Film Lab გიწვევთ ვორქშოპზე ლელი ბლაგონრავოვასთან ერთად.
 
ლელი ბლაგონრავოვა 15 წლის ასაკში დაინტერესდა ფოტოგრაფიით, ეს იყო დრო, როდესაც არსებობდა მხოლოდ ფირიანი კამერები, დროის მსვლელობასთან ერთად, რა თქმა უნდა, განვითარდა ტექნიკა და ლელის ფოტოგრაფიაც შესაბამისად ვითარდებოდა ანალოგურიდან ციფრულ სამყაროში.
 
მისი მრავალწლიანი პროფესიული და შემოქმედებითი გამოცდილება ჟანრობრივად მრავალფეროვანია და მოიცავს დოკუმენტურ, ომის, ქუჩის, კომერციულ ფოტოგრაფიას და პირად პროექტებს, რის პარალელურადაც ლელი ახალ თაობებს ასწავლის ფოტოჟურნალისტიკას და ყოველთვის მზადაა დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით ისაუბროს ფოტოგრაფიაზე.

ფოტო და ვიდეო

42 ფირი ნეპალიდან | ლელი ბლაგონრავოვას ვორქშოპი ქუჩის ფოტოგრაფიაზე

ადგილი

ფაბრიკა
ფაბრიკა
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
ფაბრიკა – სივრცე მათთვის, ვისაც მეამბოხე და შემოქმედებითი გონება მუდმივ მოძრაობას სთხოვს. საბჭოთა დროინდელმა სამკერვალო ფაბრიკამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ ურბანულ სივრცედ. ახლა აქ თავს იყრიან ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად მზად არიან სრულიად ახალი და განსხვავებული გამოცდილების მისაღებად და გასაზიერებლად. აქ ერთ სივრცეშია გაერთიანებული ურბანული კაფეები და ბარები, მაღაზია -სახელოსნოები, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეები, რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი, ყველასთვის საყვარელი უზარმაზარი ეზო და უამრავი ღონისძიება. ამ ყველა სივრცეს თავის განუმეორებელი კონცეფცია და ატმოსფერო აქვს და ერთად ისინი უნიკალურ სინერგიას ქმნიან. დღეს ფაბრიკა აუცილებელი დანიშნულების ადგილია ადგილობრივებისთვის და მოგზაურებისთვის, სადაც ისინი მუდმივად ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ხედვებს, ერთად მუშაობენ საინტერესო იდეებზე და ახორციელებენ მათ. სწორედ ამიტომ ფაბრიკა მუდმივად ვითარდება, იცვლება და ყველაზე ხალხმრავალ და სიცოცხლით სავსე ადგილად რჩება თბილისში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება