ოქროს არლეკინი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ოქროს არლეკინი

ოქროს არლეკინი

ოქროს არლეკინი
1 Heroes' Square
ბილეთის ფასი
დან15 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

თარიღის არჩევა
17.10.2026
შაბათი
17:00
15 ₾ - 70 ₾
15 ₾ - 70 ₾
ვრცლად
18.10.2026
კვირა
13:00
15 ₾ - 70 ₾
15 ₾ - 70 ₾
ვრცლად
18.10.2026
კვირა
17:00
15 ₾ - 70 ₾
15 ₾ - 70 ₾
ვრცლად
24.10.2026
შაბათი
13:00
15 ₾ - 70 ₾
15 ₾ - 70 ₾
ვრცლად
24.10.2026
შაბათი
17:00
15 ₾ - 70 ₾
15 ₾ - 70 ₾
ვრცლად
25.10.2026
კვირა
13:00
15 ₾ - 70 ₾
15 ₾ - 70 ₾
ვრცლად
25.10.2026
კვირა
17:00
15 ₾ - 70 ₾
15 ₾ - 70 ₾
ვრცლად

აღწერა

🎪 ჩვენ სრულიად ახალი ფორმატით ვბრუნდებით!

 

17 ოქტომბრიდან თბილისის ცირკი უმასპინძლებს  I საერთაშორისო საცირკო ფესტივალს — „ოქროს არლეკინი“! ✨

 

ერთ არენაზე 11 ქვეყნის გამორჩეული არტისტები და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საცირკო ჟანრები გაერთიანდებიან და მაყურებელს განსაკუთრებულ საერთაშორისო სანახაობას შესთავაზებენ. 🌍🎪

 

🇬🇪 საქართველო • 🇨🇴 კოლუმბია • 🇮🇹 იტალია • 🇺🇿 უზბეკეთი • 🇺🇦 უკრაინა • 🇧🇾 ბელორუსია • 🇦🇿 აზერბაიჯანი • 🇭🇺 უნგრეთი • 🇪🇸 ესპანეთი • 🇰🇿 ყაზახეთი • 🇰🇬 ყირგიზეთი

 

ფესტივალის განსაკუთრებული ნაწილი, მაყურებლის მონაწილეობაა. თითოეული გამოსვლის შემდეგ თქვენ შეძლებთ შეაფასოთ არტისტები და საკუთარი ფავორიტი აირჩიოთ. საბოლოოდ, მაყურებლის შეფასებების საფუძველზე გამოვლინდება ფესტივალის გამარჯვებული. 🏆

 

პროგრამაში იხილავთ 🤹‍♂️ აკრობატებს, 🤸‍♀️ აერიალისტებს, 🏇 მოჯირითე ცხენებს, 🐕 ძაღლებს, 🐈 კატებს, 🤡მხიარულ ჯამბაზებს,💃 სანახაობრივ ქორეოგრაფიას და კიდევ ბევრ გამორჩეულ ნომერს.

 

✨ „ოქროს არლეკინი“ — ახალი საერთაშორისო საცირკო ფესტივალია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს, მრავალფეროვან ჟანრებს, ენერგიას, იუმორსა და დაუვიწყარ ემოციებს.

 

არლეკინი ცირკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პერსონაჟია — მხიარული, თავისუფალი და მოულოდნელი. სწორედ ასეთი იქნება ფესტივალიც — მრავალფეროვანი, დინამიკური და სიურპრიზებით სავსე.

 

🎪 17 ოქტომბრიდან — გელოდებით თბილისის ცირკში!

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

 

ფოტო და ვიდეო

ოქროს არლეკინი

ადგილი

თბილისის ცირკი
თბილისის ცირკი აშენებულია XX საუკუნის 1940-იან წლებში. წარსულში აქ გამოდიოდა მრავალი ცნობილი საცირკო შემსრულებელი და მსახიობი. 1934 წელს ამიერკავკასიის სახკომსაბჭომ და საბჭოთა კავშირის საგეგმო კომისიამ საბოლოოდ დაამტკიცა „გომეცის“ და ტფილისის საბჭოს მიერ წარდგენილ იქნა პროექტი ტფილისში ცირკის ახალი შენობის აგებისა. ცირკის მშენებლობა დამთავრდა 1939 წლის მიწურულს. 1940 წელს დაიწყო სტაციონალური ცირკის შენობის ფუნქციონირება. განახლებული ცირკის დირექტორი წლების მანძილზე იყო ცნობილი მომღერალი და ველოსიპეტისტი ლადო კავსაძე. 1969 წელს თბილისში საესტრადო და საცირკო ხელოვნების სასწავლებლი გახსნა. თბილისის ცირკის პროექტის ავტორები იყვნენ: ნ. ნეპრინცევი, ვ. ურუშაძე, ს. საგუნეცი. იმ დროისათვის თბილისის ცირკი ადგილმდებარეობით, აღჭურვილობითა და ტექნიკით, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ცირკად ითვლებოდა. თბილისის ცირკი დღეს კერძო სამართლის იურიდიული პირია. ქართველი ბიზნესმენის და მეცენატის ბადრი პატარკაციშვილის მხარდაჭერით 2003 წელს განხორციელდა შენობის სრული კაპიტალური შეკეთება, ხოლო 2011 წელს — რემონტი, რის მეშვეობითაც თბილისის ცირკი შენარჩუნებული იქნა. შენობასთან მდებარეობს რესტორანი და ატრაქციონები. შენობაში მოქმედებს ბავშვთა გასართობი ცენტრი.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება