სამი ქალი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
სამი ქალი

სამი ქალი

სამი ქალი
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან15
ინგლისური, რუსული

აღწერა

ალბათ უკვე გსმენიათ, რომ გარდაიცვალა Shelley Duvall. მთელი მსოფლიო მას იცნობს Stanley Kubrick-ის The Shining-ში შესრულებული როლით. ჩვენ კი განსაკუთრებით გვიყვარდა მისი როლი Robert Altman-ის დახვეწილ შედევრში, რომელსაც მთელი გულით გირჩევთ.

პინკი — გოგონა წარსულის გარეშე — სამუშაოდ ეწყობა კერძო პანსიონატში, რომელიც უდაბნოს შუაგულში მდებარეობს. გარშემო ყველაფერს ცნობისმოყვარეობით აკვირდება და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მილიზე — ცენტრის ექსცენტრიკულ და დაუღალავად მოლაპარაკე თანამშრომელზე, რომელიც საკუთარ ილუზორულ სამყაროში ცხოვრობს. მილი მუდმივად დაკავებულია მოდით, თავისი საფირმო წასახემსებლების რეცეპტებით, ადგილობრივ მამაკაცებთან ფლირტითა და პაემნების დაგეგმვით.

მორცხვი და მოუხერხებელი პინკი მილის აღიქვამს როგორც „ყველაზე სრულყოფილ ადამიანს, რომელიც კი ოდესმე შეხვედრია“ და თანდათან, დღეების განმავლობაში, მისი პიროვნების გადაღებას იწყებს. პინკისა და მილის გვერდით კი, მოჩვენებასავით, ხან ჩნდება და ხან ისევ ჩრდილში იკარგება მესამე ქალი — უცნაური მხატვარი უილი, რომელიც ჩუმად ხატავს ცარიელი აუზის ფსკერზე იდუმალ ფრესკებს.

3 Women ოლტმენმა სიზმარში ნახა, იმ პერიოდში, როდესაც მისი მეუღლე მძიმედ ავად იყო. რეჟისორმა ეს სიზმარი ბოლომდე ვერასოდეს ახსნა, თუმცა მეორე დილით მტკიცედ გადაწყვიტა, რომ აუცილებლად ფილმად აქცევდა.

ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად საერთაშორისო ფესტივალებზე, თუმცა შემდეგ თითქმის სამი ათწლეულით მიივიწყეს — 27 წლის განმავლობაში მას არც კინოგაქირავება ჰქონია და არც ოფიციალური რელიზები. საბედნიეროდ, დღეს მისი ხელახლა აღმოჩენის შესაძლებლობა გვაქვს, რადგან ეს ნამდვილად კინოშედევრია.

ფოტო და ვიდეო

სამი ქალი

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება