30 აპრილი – ლუკა თოფურია და მეგობრები თათუზა ჯაზკლუბში გამართავენ კონცერტს, რომელიც ჯაზის მე-15 საერთაშორისო დღეს მიეძღვნება. (იუნესკოს მიერ დაწესებულ ჯაზის საერთაშორისო დღეს წელს მსოფლიოს 190 ქვეყანა აღნიშნავს, მასპინძელი ქალაქი ჩიკაგო იქნება) https://www.youtube.com/watch?v=_ZXB7zKGzWc
ლუკა თოფურია - ახალგაზრდა მუსიკოსი იმ თანამედროვე ჯაზმუსიკოსების ტალღის წარმომადგენელია, რომლებიც უკანასკნელ წლებში შლიან ყოველგვარ ზღვარს სხვადასხვა თანამედროვე მუსიკალურ სტილთან მიმართებაში და ახალ თაობას, ჯაზმუსიკის აღქმის გაფართოებულ დიაპაზონს სთავაზობენ.
წინასწარი გაყიდვის ფარგლებში მხოლოდ თიბისი კონცეპტის Mastercard-ის ბარათების მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ბილეთები 25% ფასდაკლებით. 6 აპრილიდან კი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
Tatuza Jazz Club Telegraph-ში ქართული ჯაზის ცხოვრებას ანიჭებს ინტიმურ და დინამიკურ გარემოს.
კლუბს სახელი მიენიჭა გარდაცვლილი ჯაზის ლეგენდის, თამაზ ქურაშვილის პატივსაცემად და დღეს ის ჯაზის მოყვარულთა ცოცხალი სივრცეა.