თბილისის რიგით 28-ე ჯაზ ფესტივალი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
თბილისის რიგით 28-ე ჯაზ ფესტივალი

თბილისის რიგით 28-ე ჯაზ ფესტივალი

თბილისის რიგით 28-ე ჯაზ ფესტივალი
8, K. Marjanishvili St.
ბილეთის ფასი
დან 75
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

01.05.2025
ხუთშაბათი
19:00
75 ₾ - 112.50
75 ₾ - 112.50
ვრცლად
02.05.2025
პარასკევი
19:00
75 ₾ - 112.50
75 ₾ - 112.50
ვრცლად
03.05.2025
შაბათი
19:00
75 ₾ - 112.50
75 ₾ - 112.50
ვრცლად

აღწერა

1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვარსკვლავები იქნებიან. წლევანდელი ჯაზფესტივალი კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ჩატარდება.

1 მაისი - ლაკეშა ბენჯამინი (LAKECIA BENJAMIN)

https://www.youtube.com/watch?v=xfGdvHimKGk

2 მაისი - თილ ბრონერი და მისი ბენდი (TILL BRONNER & Band)

https://www.youtube.com/watch?v=uD0KzlZerU4

3 მაისი - სტივ კოლმანი ბენდთან ერთად (STEVE COLEMAN & THE FIVE ELEMENTS)

https://www.youtube.com/watch?v=g0Qj36WiMQ8

ფესტივალის სტუმრებისთვის თეატრის კარი 19:00 საათზე გაიღება.

  • ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი
  • მხარდამჭერები - საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია
  • ოფიციალური სპონსორი - ვიზა
  • ფესტივალის მონაწილეებს მასპინძლობს სასტუმრო რუმსი
  • ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია ისთერნფრომოუშენსი

03.04 – 09.04 ჩათვლით, ბილეთების წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის ახალ ვიზა ბარათზე მოქმედებს 25% ფასდაკლება.

10.04-დან თიბისი კონცეპტის ვიზა ბარათზე - 20%-იანი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათზე 10%-იანი ფასდაკლება.

ფოტო და ვიდეო

თბილისის რიგით 28-ე ჯაზ ფესტივალი

ადგილი

მარჯანიშვილის თეატრი
მარჯანიშვილის თეატრი
8, K. Marjanishvili St.
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება