ახალი ფილმი ყველასთვის საყვარელი მსახიობის, მადს მიკელსენის მონაწილეობით, რომელმაც შესრულებული როლისთვის ევროპული კინოაკადემიის ჯილდო მოიპოვა.
მე-18 საუკუნის დანიაში, გაღატაკებული ომის გმირი, კაპიტანი ლუდვიგ კალენი გადაწყვეტს ბერწი და დაუსახლებელი მიწა მოათვინიეროს. ეს მშვენიერი, მაგრამ, აკრძალული ტერიტორია ფრედერიკ დე შინკელის, უმოწყალო დიდგვაროვანის მფლობელობაშია, რომელიც აცნობიერებს საფრთხეს, რომელსაც კალენი მის ძალაუფლებას უქადის. ახალი თემის დასახლებასთან ერთად, დე შინკელი იფიცებს, რომ შურს იძიებს, რაც ორ კაცს შორის ძალადობრივ და ინტენსიურ კონფრონტაციაში გადაიზრდება.