I გლობალური სიმპოზიუმი სამედიცინო ქიმიისა და ბიოქიმიური მეცნიერებების საკითხებზე
მიეძღვნება თანამედროვე კვლევებისა და ინოვაციების განხილვას, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და დაავადებებთან ბრძოლას.
სიმპოზიუმი განკუთვნილია მეცნიერების, პრაქტიკოსი ექიმებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, დაინტერესებულნი სამედიცინო ქიმიის და ბიოქიმიის განვითარებით.
ღონისძიება მოიცავს ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებათა პრევენციის და გარემოს დაცვის საკითხების განხილვას, რომლებიც გავლენას ახდენენ სამედიცინო ქიმიისა და ბიოქიმიური კვლევების პროცესზე.
ღონისძიების მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბალნეოქიმია და კურორტოლოგია.
ღონისძიების მიზნები :
- - სამედიცინო ქიმიისა და ბიოქიმიური მეცნიერებების ახალი მიმართულებებისა და აღმოჩენების განხილვა
- - ახალი მკურნალობის მეთოდების, მედიკამენტებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კვლევის ხელშეწყობა
- - ბიოქიმიური ტექნოლოგიების ინტეგრაცია სამედიცინო პრაქტიკაში
- - სამეცნიერო და კლინიკური თანამშრომლობის წახალისება
- - ახალგაზრდა მეცნიერთა, სტუდენტებისა და კვლევითი ინსტიტუტების დამკვეთთა ურთიერთობების გაღრმავება
- - სამედიცინო ქიმიისა და ბიოქიმიური მეცნიერებების გავლენა გარემოზე
- - ეკოლოგიური ცვლილებებისა და მათი გავლენის განხილვა ჯანმრთელობის სფეროზე
- - გარემოსდაცვითი კვლევების ინტეგრაცია სამედიცინო ქიმიასა და ბიოქიმიაში
- - ეკოლოგებისა და სამედიცინო ქიმიკოსების თანამშრომლობა გამწვანების, კლიმატის ცვლილებისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით
- - ბალნეოქიმიისა და კურორტოლოგიური მედიცინის როლის გააზრება ადამიანის ჯანმრთელობის, ქრონიკული დაავადებების მართვისა და რეაბილიტაციის პროცესებში
- - სამკურნალო მინერალური წყლების ქიმიური და ბიოქიმიური ანალიზის სტანდარტების გაცვლა და მათი პრაქტიკული დანერგვის ხელშეწყობა
- - სამეცნიერო და სამედიცინო თანამშრომლობის გაღრმავება ბალნეოლოგიის, ეკოლოგიისა და ბიოქიმიის ინტეგრირებულ ჭრილში