ლიდერ ქალთა საზოგადოების XVI წარდგენის ღონისძიება — „წლის წარმატებული ქალბატონების საღამო 2026 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ლიდერ ქალთა საზოგადოების XVI წარდგენის ღონისძიება — „წლის წარმატებული ქალბატონების საღამო 2026

ლიდერ ქალთა საზოგადოების XVI წარდგენის ღონისძიება — „წლის წარმატებული ქალბატონების საღამო 2026

ლიდერ ქალთა საზოგადოების XVI წარდგენის ღონისძიება — „წლის წარმატებული ქალბატონების საღამო 2026
20 Telavi Street
ბილეთის ფასი
დან50 ₾
ქართული

განრიგი

09.11.2026
ორშაბათი
20:00
50 ₾ - 150 ₾
50 ₾ - 150 ₾
ვრცლად

აღწერა

🌟 ლიდერ ქალთა საზოგადოება სიხარულით გიწვევთ XVI წარდგენის ღონისძიებაზე — „წლის წარმატებული ქალბატონების საღამო 2026“


💫 9 ნოემბერს გელოდებათ განსაკუთრებული, შთამბეჭდავი და ემოციებით სავსე საღამო, სადაც ერთად აღვნიშნავთ წარმატებული, გამორჩეული და შთამაგონებელი ქალბატონების მიღწევებს, ასევე საზეიმოდ მივესალმებით ჩვენი საზოგადოების ახალ წევრებს.


✨ სტუმრებისთვის მზადდება მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც თითოეული დამსწრისთვის საინტერესო, შთამაგონებელი და დასამახსოვრებელი იქნება. ეს იქნება საღამო, სადაც შეხვდებით ახალ ადამიანებს, დაამყარებთ პროფესიულ კონტაქტებს, მიიღებთ მოტივაციას და შეიქმნით დაუვიწყარ მოგონებებს.


🛍️ საღამოს ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იქნება გამოფენა-გაყიდვა „ქალი მეწარმეები“, სადაც წარმოდგენილი იქნება წარმატებული მეწარმე ქალბატონების მიერ შექმნილი მრავალფეროვანი პროდუქცია. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ და შეიძინონ ხელნაკეთი ნივთები, ნატურალური კოსმეტიკა, ორგანული პროდუქტი, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და სხვა საინტერესო შეთავაზებები.


🎫 ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია წინასწარ შეძენილი ბილეთით!


🏆 ჩვენი წარდგენის ღონისძიება ცნობილია, როგორც მნიშვნელოვანი პლატფორმა ქალი ლიდერებისთვის, სადაც ისინი იზიარებენ გამოცდილებას, ამყარებენ კავშირებს და განიხილავენ თანამედროვე გამოწვევებს. გასულმა ღონისძიებამ გააერთიანა 400-ზე მეტი წარმატებული ქალბატონი სხვადასხვა სფეროდან!


🏆 ლიდერ ქალთა საზოგადოების წარდგენის ღონისძიება უკვე დამკვიდრდა, როგორც მნიშვნელოვანი სივრცე ქალი ლიდერებისთვის, სადაც ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა სფეროს წარმატებული წარმომადგენლები, უზიარებენ გამოცდილებას, ამყარებენ ახალ ურთიერთობებს და განიხილავენ თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.

 

ბილეთი მოიცავს სტუმრის განთავსებას მის მიერ არჩეულ რიგში და შესაბამის სიმბოლურ საჩუქარს. - ყველა, ვინც შეიძენს ბილეთს, გადაეცემა სიმბოლური საჩუქარი

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+

ფოტო და ვიდეო

ლიდერ ქალთა საზოგადოების XVI წარდგენის ღონისძიება — „წლის წარმატებული ქალბატონების საღამო 2026

ადგილი

შერატონ გრანდ მეტეხი პალასი
საკულტო კომპლექსი Sheraton Grand Tbili ძველი თბილისის შუაგულში, თავისუფლების მოედნიდან 2.2 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება