ქართული გასტრონომიისა და მრავალხმიანობის ზეიმი! სტუმრები დატკბებიან უნიკალური გასტრო-ხაჭაპურის დაგემოვნებით - კლასიკური კერძის ორიგინალური ინტერპრეტაციებით მოულოდნელი შიგთავსით, პრეზენტაციითა და ისტორიებით. თითოეული ხაჭაპური გასტრონომიული ექსპერიმენტია, რომელიც შექმნილია ტრადიციების პატივისცემითა და ინოვაციების სიყვარულით. პარალელურად კი დატკბებიან ქართული პოლიფონიის ჟღერადობით. თქვენ მოისმენთ მთებსა და ვენახებში დაბადებული უძველესი სიმღერების ცოცხალ შესრულებას, ასევე ქალაქური რომანსებისა და ბალადების საუკეთესო ნიმუშებს.
ხანგრძლივობა: 2 საათი
საკვების ფორმატი: დეგუსტაციის კონცეფციის მიხედვით
საჩუქრად: ნებისმიერი ჩაი ან გლინტვეინი MaryJos-სგან, არჩევით
