კამერული მუსიკის კონცერტი
„მიძღვნა“
მონაწილეობენ: ლადო ათანელი (ბარიტონი), თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო)
მუსიკის კრიტიკოსებმა ლადო ათანელს უწოდეს „ოქროს ყელი საქართველოდან“ და ,,ასკარატიან ბრილიანტს“ შეადარეს. მისი ხმისთვის იტალიური მუსიკა მალამოსავითაა, ხელს უწყობს მის განვითარებას, – წერდნენ პრესაში. ჟურნალ ,,ორფეოსში” დაიბეჭდა ლადო ათანელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სტატია, სადაც მომღერლის ხმის სიმძლავრე 355 ცხენის ძალას გაუტოლეს.
"მთელი მსოფლიოს კოლეგებს ვუსურვებ, ერთხელ მაინც მიეცეთ შესაძლებლობა მოუსმინონ თამარ ლიჩელს“ - გერგებ კესელიაკი - ბუდაბეშტის მუსიკალური აკადემიის რექტორი
პროგრამა: გერმანული, იტალიური და ქართული მუსიკა