მატისის ნახატი, ერთი მხრივ, დეკორატიულია, მეორე მხრივ, ექსპრესიული, გულგრილს არავის ტოვებს. ლექციაზე ვისაუბრებთ მხატვრის უჩვეულო ბედზე, მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებზე და მათი შექმნის მეთოდებზე და, რა თქმა უნდა, გავიგებთ, რა მნიშვნელობა აქვს მის ხელოვნებას თანამედროვეობისთვის.