მენიუ
2024 წლის 11 თებერვალს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს.
თბილისის სიმფონიურ ორკესტრსა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელას უდირიჟორებს გერმანიაში მოღვაწე ქართველი დირიჟორი გოჩა მოსიაშვილი, რომელიც შეასრულებს იოჰანეს ბრამსის საგუნდო ნაწარმოებებს „ნენია“ და „ბედისწერის სიმღერა“, ასევე შესრულდება მისი სიმფონია N 1.