მენიუ
ვინ არის მონსტრი? მე ვარ მონსტრი? როდესაც ეს შეკითხვები ჩნდება ახალგაზრდის გონებაში, ისინი ეჭვსა და სიბნელეს თესავენ, მაგრამ გამბედაობა და სულის სიმაღლეც შეიძლება მოიტანონ.
ცნობილი იაპონელი რეჟისორის, კორე-ედა ჰიროძაკუს (ბროკერი, ჯიბის ქურდები) ნამუშევარი. ტრამვირებული დედა მისი შვილის დეგრადაციაში მასწავლებელს ადანაშაულებს. ამბავი თანდათან იხსნება დედის, მასწავლებლისა და შვილის პერსპექტივების ჩვენებით და ზედაპირზე უცნაური სიმართლე იწყებს ამოტივტივებას.
ფილმმა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისა და ქვიარ პალმის ჯილდოები მოიპოვა. შეკითხვაზე, ,,ვინ არის მონსტრი?“ პასუხი ძალიან ემოციური იქნება.