1 წლიანი ფსიქოკონსულტირების საკვალიფიკაციო/სასერტიფიკატო კურსი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
1 წლიანი ფსიქოკონსულტირების საკვალიფიკაციო/სასერტიფიკატო კურსი

1 წლიანი ფსიქოკონსულტირების საკვალიფიკაციო/სასერტიფიკატო კურსი

1 წლიანი ფსიქოკონსულტირების საკვალიფიკაციო/სასერტიფიკატო კურსი
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან4000
ქართული

განრიგი

27.04.2026
ორშაბათი
20:00
4000 ₾ - 4500
4000 ₾ - 4500
ვრცლად

აღწერა

 

გახდი პროფესიონალი ფსიქოკონსულტანტი - პროფესია, რომელიც რეალურად ცვლის ცხოვრებას!

📖 PIEC - ფსიქოთერაპიისა და საერთაშორისო განათლების ცენტრი, გიწვევთ ფსიქოკონსულტირების (600 სთ) ერთწლიან საკვალიფიკაციო/სასერტიფიკატო კურსზე.

📣 პროგრამა შეგძენთ იმ გამოცდილებას, რომელსაც საუნივერსიტეტო სივრცეში მხოლოდ თეორიულად ეცნობით. აქ აკადემიური ცოდნა ცოცხალ პროფესიულ უნარებად და რეალურ პრაქტიკად გარდაიქმნება.

❇️ პროგრამის გზამკვლევი:

• სისტემური განათლება: მაღალი პროფესიული სტანდარტი;

• პრაქტიკული ფოკუსი: ორიენტაცია იმ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც აუცილებელია რეალურ კლიენტთან მუშაობისთვის;

• გამოცდილების გაზიარება: სწავლება მოქმედი, წარმატებული პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან;

• უწყვეტი მხარდაჭერა: კურსის დასრულების შემდეგ, 1-წლიანი პროფესიული მხარდაჭერა;

❇️ შეიძენთ კომპეტენციებს, რომლებიც რეალურ პრაქტიკაში განსაზღვრავს თქვენს წარმატებას;

📕 რას შეისწავლით პროგრამის ფარგლებში?

• სესიის მართვა: კონსულტაციის სტრუქტურულად და პროფესიულად წარმართვა.

• კლიენტთან მუშაობა: მოდელირებული სესიები და რეალური შემთხვევების ანალიზი.

• გადაწყვეტილების მიღება: პრაქტიკაში ეფექტური და ეთიკური პროფესიული გადაწყვეტილებების მიღება.

📌 კურსის ფორმატი:

• 15 მოდული - სრულყოფილი და ეტაპობრივი პროფესიული მომზადება.

• პრაქტიკუმები - თეორიის ინტეგრაცია მოდელირებულ სესიებში.

• პროფესიული ზრდა - დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის კომპეტენციების გაფართოების შესაძლებლობა.

🎯 ეს არის ადგილი, სადაც სწავლა რეალურ გამოცდილებად იქცევა, ხოლო გამოცდილება, თქვენს პროფესიულ გზად.

♦️ მზად ხართ გადადგათ ნაბიჯი რეალური პროფესიისკენ?

📣 შემოგვიერთდით!

🎯 პროგრამის უპირატესობები:

✅ პროგრამას უძღვებიან:
Ph.D დოქტორები და ECP/ECIP/EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტები;

🔺ევროპული სტანდარტები: სისტემური მიდგომა და აკადემიური სიღრმე;

🔺უნიკალური პრაქტიკა: რეალურ კლიენტებთან მუშაობის შესაძლებლობა;

🔺 უსაფრთხო გარემო: პირველი პროფესიული ნაბიჯების გადასადგმელად;

🎯 15 მოდული - კომპლექსური კურიკულუმი:

I მოდული - პიროვნების თეორიები და ძირითადი მიდგომები;
II მოდული - განვითარების თეორიები და კრიზისები;
III მოდული - ფსიქოკონსულტირების მიზნები და ამოცანები;
IV მოდული - ფსიქოკონსულტირების პროცესის წარმოების ეტაპები და სტრუქტურა;
V მოდული - ფსიქოკონსულტირების პროცესის სირთულეები;
VI მოდული - ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოკონსულტირება;
VII მოდული - ოჯახის ფსიქოკონსულტირება;
VIII მოდული - არტ კონსულტირება;
IX მოდული - ბავშვობის ფსიქოლოგიური ტრავმები, მიზეზები და დაძლევის გზები;
X მოდული - ფსიქიატრიის მოკლე შესავალი;
XI მოდული - კლიენტის დაკვეთაზე მუშაობა;
XII მოდული - ექსპერტული კონსულტირება;
XIII მოდული - კლიენტთან მუშაობის ალგორითმები-კომუნიკაცია, კონფლიქტი, თვითშეფასება და ემოციური ინტელექტი;
XIV მოდული - რეალურ კლიენტთან მუშაობის პრაქტიკუმი;
XV მოდული - პრაქტიკის სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები;

♦️ ვისთვის არის პროგრამა?

↙️ პრაქტიკოსი და დამწყები ფსიქოლოგებისთვის,
ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისა და მაგისტრებისთვის;

↙️ სოციალური მუშაკებისთვის და ექიმებისთვის, განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის;

↙️ ყველასთვის, ვისაც სურს პიროვნული და პროფესიული ზრდა ამ სფეროში;

❇️ კურსის წამყვანი სპეციალისტები:

• ნანა გოგიჩაშვილი - Ph.D ფსიქოლოგიის დოქტორი, სრული პროფესორი;

• ელენე არღვლიანი - ფსიქოლოგიის მაგისტრი, ფსიქოთერაპევტი;

• ლალი კოკაია - ECP/ECIP- ევროპის აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, არტ თერაპევტი;

• ნანა დაშნიანი - ECP/ECIP- ევროპის აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, არტ თერაპევტი;

• ეკატერინე დარსანია - ECP/ECIP - ევროპის აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, სამედიცინო ფსიქოლოგიის მაგისტრი;

• ეკა ნინოშვილი - Ph.D, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი;

• თამარ ლოლაძე - Ph.D მედიცინის დოქტორი, EAGT- ევროპის აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი;

• ნანა ფიფია - კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი;

• ჟუჟუ იოსელიანი - Ph.D, პოზიტიური ფსიქოთერაპიის სერთიფიციფრებული ფსიქოკონსულტანტი;

🎯პროგრამის დასრულების შემდეგ შეძლებთ:

🔹 ჩაატაროთ ფსიქოლოგიური კონსულტაციები, შეაფასოთ და მართოთ პროცესი პროფესიულად;

🔹 იმუშაოთ კლიენტის ემოციურ, ქცევით და კრიზისულ სირთულეებზე;

🔹 შექმნათ უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო;

🔹 გამოიყენოთ ეფექტური ფსიქოკონსულტირების ტექნიკები და პროფესიულად გაუმკლავდეთ რთულ შემთხვევებს;

🔷 მიიღოთ პრაქტიკული უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თავდაჯერებულად იმუშაოთ პროფესიულ სივრცეში;

👉🏻 პრაქტიკული ინფორმაცია:

📌 ხანგრძლივობა: 1 წელი (600 საათი);

👉🏻 ფორმატი: ჰიბრიდული - კვირაში 2 შეხვედრა, 19:00 სთ - 22:00 სთ;

✅ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და შესაბამისი დონის დამადასტურებელი დოკუმენტი + სარეკომენდაციო წერილი;

❇️ კურსის საფასური: 4500 ლარი;

🎯 19 აპრილამდე ან ერთიანი გადახდით - 4000 ლარი;

📣 მნიშვნელოვანი! ადგილის დასაჯავშნად საჭიროა 20% საწყისი თანხის გადახდა.

✅ კურსის დაწყება: 27 აპრილი

🔷 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 აპრილი

📌 მისამართი: ალ. ყაზბეგის 14 ბ

✅ რეგისტრაცია: https://forms.gle/6wiVfiKFXqkZZg9w9

დამატებითი ინფორმაცია:
piec.internationalcenter@gmail.com

☎️ ტელ:599 44 86 67 / 597 14 70 70

🎯 გადახდა:
თიბისი - GE18TB7654945067800002

ფსიქოთერაპიისა და საერთაშორისო განათლების ცენტრი.

 

ფოტო და ვიდეო

1 წლიანი ფსიქოკონსულტირების საკვალიფიკაციო/სასერტიფიკატო კურსი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება