2024 წლის 6 აპრილს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს. იაპონიაში მოღვაწე ცნობილი რუმინელი მევიოლინე და დირიჟორი ჩიპრიან მარინესკუ უდირიჟორებს თბილისის სიმფონიურ ორკესტრს. მას პარტნიორობას გაუწევს ასევე იაპონიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინე გიორგი ბაბუაძე.