აღწერა
ვორქშოფზე ბავშვები საკუთარი ხელით შექმნიან უნიკალურ ტექსტილის დათუნიას. ისინი გაეცნობიან ტექსტილთან მუშაობის მარტივ ტექნიკებს, შეავსებენ, შეკერავენ, მოხატავენ და გააფორმებენ დათუნიას, რომელიც სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული გამოვა.
პროცესი სახალისო და ამავე დროს სასარგებლოა ბავშვის განვითარებისთვის. ტექსტილთან მუშაობა ავითარებს წვრილ მოტორიკას, ფანტაზიას, კრეატიულ აზროვნებასა და თვითგამოხატვის უნარს. ბავშვები იღებენ ახალ გამოცდილებას და ბოლოს სახლში მიაქვთ სათამაშო, რომელიც თავად შექმნეს სიყვარულით.
ვორქშოფი ტარდება შემოქმედებით სახელოსნოში, სადაც ქართული ხელნაკეთი სათამაშოები იქმნება — ფერებით, ტექსტურებითა და შთაგონებით სავსე სივრცეში. გამოყენებულია მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილები და უსაფრთხო მასალები.
ყველა საჭირო ინსტრუმენტი და დეტალი ადგილზე დაგხვდებათ. გამოცდილება საჭირო არ არის.
აქტივობა იდეალურია ბავშვებისთვის, მშობლისა და შვილის ერთობლივი დროისთვის, დაბადების დღისთვის ან განსაკუთრებული საჩუქრის შესაქმნელად.