შთაბეჭდილებები აფიშა
დაგვირეკეთ მოგვყევით მოგვწერეთ იკითხეთ საიტზე
აქტივაცია
როგორ მუშაობს Yolo? საჯარო ოფერტა კონფიდენციალურობის პოლიტიკა მიწოდება ჩვენ შესახებ კონტაქტი ჩვენ შესახებ
GEO ENG RUS

"სამუდამო მგზავრის ნაბიჯების ხმა": გიორგი დუნდუას წიგნის პრეზენტაცია

19.03.24
ქართული

ფასი: - ₾

ყიდვა

ინფორმაცია

თითქმის ნახევარი საუკუნეა, ამ პლანეტაზე ვცხოვრობ.
ვარ მხატვარი. თბილისში დავიბადე. ორ ათწლეულზე
მეტი გერმანიაში – ჰამბურგსა და ბერლინში გავატარე.
მაგრამ თბილისი იყო ის ადგილი, სადაც ყოველთვის
ვბრუნდებოდი და ურომლისოდაც ვერ ვიცხოვრე.
ქალაქი განცდებით, სიყვარულითა და სევდით სავსე.
თბილისში 2023 წლის გაზაფხულზე ჩემი სახელოსნო
დაიწვა. ნამუშევრების უდიდესი ნაწილი განადგურდა.
მეც შევიცვალე, თითქოს გაქრა ზღვარი განვლილსა და
ამჟამინდელს შორის. წერა დავიწყე.
 
ეს ლექსები ნაზავია წარსულისა და აწმყოსი, მოკლედ
მოყოლილი გრძელი ამბებისა – იმისა, რაც აქ თუ სხვა
ცხოვრებაში თავს გადამხდენია.

ივენთის აღწერა

თუკი აქამდე მხოლოდ მხატვარ გიორგი დუნდუას ვიცნობდით, ეს წიგნი საუკეთესო საშუალებაა დავინახოთ ზემო ხსენებული შემოქმედი ამჯერად პოეტურ ჭრილსა და ამპლუაში. ავტორი საკუთარი ლექსების ორიგინალური კრებულით წარდგება მკითხველის წინაშე. 

ფერმწერი-პოეტი გიორგი დუნდუა ამ არტ-ექსპერიმენტული კრებულით მაღალოსტატურად გამოხატავს საკუთარ მრავალფეროვან „მეს“ და სამყაროსადმი მეტაფიზიკურ დამოკიდებულებას. ვერლიბრები ავტორისავე ფოტოებითაა ილუსტრირებული, ან პირიქითაც შეიძლება ითქვას - რომ ფოტოებია პოეტურად შემკული და ლექსებად ამეტყველებული.

ამ შემთხვევაში ორივე რაკურსი თანაბრად კანონიკური და ერთმანეთის საპირწონეა - მით უმეტეს, რომ პოეზიისა და ფოტოს ასეთი ჰარმონიული კოლაბორაცია ავტორს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო ზუსტად და ემოციურად გამოხატოს თავისი სათქმელი და ცხოვრებისეული პოზიცია.

ბესო ხვედელიძე

მსგავსი აფიშები