ექსტრემალური სპორტის გზამკვლევი თბილისში

შინაარსი
arrow

ამ სტატიაში განვიხილავთ თბილისში არსებულ საუკეთესო ექსტრემალურ სპორტულ აქტივობებს. პარაპლანით ფრენა, კვადროციკლების ტური თუ სხვ. ეს ქალაქი უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს ადრენალინის მოყვარულებს. გაიგეთ, სად და როგორ შეგიძლიათ ძალების მოსინჯვა და დაუვიწყარი გამოცდილების მიღება YOLO-სთან ერთად.

ყველაზე საინტერესო ექსტრემალური სპორტის სახეობები თბილისში

აი, რას სთავაზობს თბილისი ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს:

  • რაფტინგი - ჯომარდობა თბილისის მიდამოებში ველურ მდინარეებზე, ადრენალინი და დაუვიწყარი ემოციები გარანტირებულია.
  • პარაპლანი – პარაპლანით ფრენა შესანიშნავი შესაძლებლობაა ულამაზესი პეიზაჟების ზედხედებით დასატკბობად.
  • კლდეზე ცოცვა - კლდეებსა და ციცაბო კედლებზე ასვლა სიძლიერის და გამძლეობის გამოცდა იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის.
  • ალპინიზმი - მთის მწვერვალების დაპყრობა, რაც სპეციალურ ააღჭურვილობასა და წინასწარ ფიზიკურ მომზადებას საჭიროებს.
  • სამთო ხილამურები და სნოუბორდი - ზამთარში თოვლიან ფერდობებზე სრიალი, იდეალური გასართობია თოვლის მოყვარულთათვის.
  • მოტო ტურები - მოტოციკლით გასეირნება რთულ მარშრუტებზე.
  • კვადრო ტურები - კვადროციკლებით მგზავრობა უგზოობაზე, ადრენალინი და დრაივი.
  • დრიფტი - მოსახვევების გავლის ტექნიკა, ხასიათდება ავტომობილის მართვადი მოცურების მეშვეობით მოსახვევების მაქსიმალურად ჩქარა გავლით.
  • კარტინგი - რბოლა მცირე სარბოლო ტრასებზე, შესანიშნავია მეგობრებთან შეჯიბრებისთვის.
  • ფლაიბორდი - წყლის ჭავლით გადაადგილება სპეციალური დაფის მეშვეობით. ეს აქტივობა თავისუფლებისა და უწონადობის განცდას იწვევს.
  • ბაგი - ექსტრემალური მგზავრობა უგზოობაზე, უხეშ რელიეფზე
  • კაიტსერფინგი -ზღვის ტალღებთან ბრძოლა და წყალზე ფრენა სპეციალური დაფისა და  პარაშუტის მსგავი აფრის გამოყენებით. სხვა სიტყვებით, სერფინგისა და პარაშუტის კომბინაცია
  • სროლები - სხვადასხვა ტიპის იარაღიდან სროლის აქტივობა, - შეამოწმეთ თქვენი თვალის სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი.

რატომ უნდა ავირჩიოთ ექსტრემალური სპორტული აქტივობები იოლოზე?

ექსტრემალური სპორტული აქტივობების არჩევა YOLO-ზე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მაღალი ხარისხის მომსახურებას. ყველა ღონისძიება ტარდება დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალების მიერ, რაც უსაფრთხოებისა და მაღალი სტანდარტების გარანტიაა. ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან აქტივობებს, დაწყებული პარაპლანით და დამთავრებული კარტინგებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა გემოვნების ადამიანმა იპოვოს მისთვის სასურველი სერვისი. ვებგვერდის საშუალებით სწრაფად და მარტივად დაჯავშნით მომსახურებას, ასევე მიიღებთ რჩევებსა და მხარდაჭერას. საბოლოოო ჯამში, YOLO კომფორტული და საიმედო ხელსაწყოა თქვენს ცხოვრებაში ადრენალინის დასამატებლად და დაუვიწყარი დასვენების მოსაწყობად.

ექსტრემალური სპორტი: ფასები 2024 წლის

აი, რას გთავაზობთ YOLO:

  • ჯომარდობა -  მთის მდინარეებზე ექსტრემალური დაშვება, კერძოდ კი მტკვარზე, არაგვზე ან რიონზე. ღირებულება: 60-დან 130 ლარამდე ერთ პერსონაზე.
  • პარაპლანი - პარაპლანით ფრენა გუდაურის თავზე. ფასი: 300-350 ლარი 15 წუთი.
  • კვადრო ტურები - კვადროციკლებით მოგზაურობა უგზოობაზე, ღირებულება: 300 ლარი ორ პერსონაზე სრული დღე.
  • ერთი დღე ბანაკში “ექსტრემალები” - ჯომარდობა, კლდეზე ცოცვა და ცხენოსნობა ინსტრუქტორების მუდმივი მეთვალყურეობით, ასევე გემრიელი ვახშამი ექსტრემალური დღის შემდეგ, ღირებულება 300 ლარიდან 750 ლარამდე. (დამოკიდებულია სტუმრების რაოდენობაზე).
  • ზიპლაინი - 1200 მეტრის სიგრძის ზიპლაინის დაღმართი კუს ტბიდან  ვაკის პარკამდე. ასევე ხელმისაწვდომია სხვა ადგილები. ფასი 50-დან 100 ლარამდე.
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.