სერვისის დაჯავშნა ხდება მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე (კონკრეტული დღების რაოდენობა დამოკიდებულია პროვაიდერის პირობებზე).
ლოკაციის დეტალები და საკონტაქტო ინფორმაცია იგზავნება მას შემდეგ, რაც პროვაიდერთან შეთანხმდება თქვენთვის სასურველი დრო და თარიღი.
აქციეთ მნიშვნელოვანი მომენტი დაუვიწყარ მოგონებად! დაბადების დღე, რომანტიკული სიურპრიზი, ხელის თხოვნა, ბავშვისთვის მოწყობილი ზეიმი თუ ახლობლების წრეში გამართული მყუდრო დღესასწაული — თითოეულ ასეთ მოვლენას განსაკუთრებული ატმოსფერო უხდება.
სივრცის პროფესიონალური გაფორმება დაგეხმარებათ სასურველი განწყობის შექმნასა და დღესასწაულისთვის ინდივიდუალური ხასიათის მინიჭებაში: ბუშტები, ყვავილების კომპოზიციები, თემატური ფოტოზონები, სანთლები, ტექსტილი და პერსონალიზებული დეტალები თქვენი სურვილებისა და სივრცის თავისებურებების მიხედვით შეირჩევა.
აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ან აჩუქეთ 500-დან 2 500 ლარამდე — მცირე სადღესასწაულო აქცენტიდან კამერული ღონისძიების კომპლექსურ გაფორმებამდე. თითოეული კონცეფცია ინდივიდუალურად იქმნება, საბოლოო დეტალები კი შეკვეთის დადასტურებამდე თანხმდება.
Mini Celebration — 500 GEL (მცირე სადღესასწაულო აქცენტი სიურპრიზის, მილოცვის ან სახლში გამართული დღესასწაულისთვის: ფერთა გამისა და მარტივი კონცეფციის შეთანხმება; ბუშტების კომპოზიცია (საორიენტაციოდ 15–20 ცალამდე); ერთი გამორჩეული დეტალი: ციფრი, წარწერა ან თემატური აქსესუარი.; ერთი მცირე ზონის გაფორმება და დეკორის მონტაჟი).
Special Moment — 900 GEL (თემატური გაფორმება ფოტოზონით დაბადების დღის, წლისთავის ან ოჯახური დღესასწაულისთვის: ინდივიდუალური ფერთა კონცეფცია; ბუშტების კომპოზიცია (საორიენტაციოდ 30–40 ცალამდე); პატარა ფოტოზონა ფონით ან დეკორატიული კონსტრუქციით; პერსონალიზებული წარწერა ან თემატური ელემენტები; სადღესასწაულო მაგიდის მცირე დეკორატიული აქცენტები და მონტაჟი).
Signature Celebration — 1500 GEL (ორი ზონის გააზრებული გაფორმება განსაკუთრებული, მცირე ფორმატის ღონისძიებისთვის; ინდივიდუალური სტილისა და ფერთა პალიტრის შეთანხმება; ძირითადი სადღესასწაულო სივრცისა და ფოტოზონის გაფორმება; ბუშტების ან ხელოვნური ყვავილების კომპოზიციები; სადღესასწაულო მაგიდის დეკორი (ჭურჭლისა და სერვირების გარეშე); სახელები, ინიციალები ან სადღესასწაულო წარწერა; LED-სანთლები ან ტექსტილი კონცეფციის შესაბამისად; მიწოდება და მონტაჟი წინასწარ შეთანხმებულ მომსახურების ზონაში).
Exclusive Atmosphere — 2500 GEL (რამდენიმე აქცენტური ზონის კომპლექსური გაფორმება კამერული დღესასწაულისთვის: ინდივიდუალური კონცეფცია და სივრცეზე მორგებული დეკორის შერჩევა; ძირითადი ზონისა და გაფართოებული ფოტოზონის მოწყობა; ყვავილების კომპოზიციები (სახეობა და ბიუჯეტი წინასწარ თანხმდება); სადღესასწაულო მაგიდისა და დამატებითი ზონის ან შესასვლელის გაფორმება; პერსონალიზებული ელემენტები და კონცეფციით გათვალისწინებული დეტალები; მიწოდება, მონტაჟი და დემონტაჟი შეთანხმებულ მომსახურების ზონაში.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
• ეს სერვისი არ არის გათვლილი დიდ (50+ სტუმრიან) ღონისძიებებზე, შესაფერისია მცირე, მყუდრო ღონისძიებებისთვის: დაბადების დღისთვის, ბავშვისთვის მოწყობილი სიურპრიზისთვის, ნიშნობისთვის, საქორწილო სიურპრიზისთვის, რომანტიკული საღამოსთვის ან ოჯახური დღესასწაულისთვის.
• პაკეტის საბოლოო შემადგენლობა დამოკიდებულია კონცეფციაზე, სივრცესა და მასალების ხელმისაწვდომობაზე და შეკვეთამდე თანხმდება.
• სივრცის ქირაობა, კვების მომსახურება, წამყვანი და გასართობი პროგრამა ფასში არ შედის.
• თარიღი, მისამართი, მონტაჟისა და დემონტაჟის დრო, მიწოდების პირობები და გადაუდებელი შეკვეთის შესაძლებლობა წინასწარ თანხმდება.
• დეკორატიული კონსტრუქციების ნაწილი შეიძლება დროებით სარგებლობაში გადაეცეს მომხმარებელს და დაბრუნებას ექვემდებარებოდეს.
სერვისის დაჯავშნა ღონისძიების თარიღამდე მინიმუმ 5 დღით ადრე არის საჭირო.