სერვისის დაჯავშნა ხდება მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე (კონკრეტული დღების რაოდენობა დამოკიდებულია პროვაიდერის პირობებზე).
ლოკაციის დეტალები და საკონტაქტო ინფორმაცია იგზავნება მას შემდეგ, რაც პროვაიდერთან შეთანხმდება თქვენთვის სასურველი დრო და თარიღი.
ინდივიდუალური გაკვეთილი (თითო გაკვეთილი - 1 საათი): მასწავლებელთან ერთად განსაზღვრავთ თქვენს მუსიკალურ დონეს, ძლიერ მხარეებს და განვითარების შესაძლებლობებს სხვადასხვა დასარტყამ ინსტრუმენტზე. თქვენ მიიღებთ თქვენს მიზნებზე მორგებულ სასწავლო გეგმას და სასწავლო პროგრამას ან ერთჯერად საინტერესო გამოცდილებას. გაიგებთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ და, რაც მთავარია - დაეუფლებით თქვენთვის სასურველ დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრის საფუძვლებს. გაათავისუფლე შენი შინაგანი დრამერი! სერტიფიკატი ასევე იძლევა უფლებას დაესწროთ 1 ჯგუფურ დრამათერაპიის სეანსს (შაბათობით)