„შენზე ვფიქრობდი ახლა“ (Thinking About You) არის მაკა გოგალაძის ახალი ქართული დოკუმენტური ფილმი. ის გვიყვება კოლექტიურ მეხსიერებასა და წარსულის ტყვეობაში მყოფ ადამიანებზე, რომლებიც ერთ სივრცეში, თუმცა იზოლირებულად ცხოვრობენ. სიუჟეტი ეხება საერთო პერსპექტივის პოვნისა და ისტორიული ტრავმების დაძლევის მძაფრ სურვილს.