რა დაგესიზმრა წუხელ, ფარაჯანოვო? - ბილეთები ფილმზე და სეანსების განრიგი | Yolo
მალე ეკრანებზე
რა დაგესიზმრა წუხელ, ფარაჯანოვო?

რა დაგესიზმრა წუხელ, ფარაჯანოვო?

ბილეთის ფასი
დან 10 ₾
15.12.2025

აღწერა

ჟანრი: დოკუმენტური
სეანსის ენა: Oth

“რა დაგესიზმრა წუხელ, ფარაჯანოვო“ ფარაზ ფეშარაკის სარეჟისორო დებიუტია. ქართველი მაყურებელი მას იცნობს, როგორც ოპერატორს ალექსანდრე კობერიძის ფილმიდან „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”

ფილმი რეჟისორისა და მისი მშობლების ურთიერთობაზეა. ოჯახური ისტორია, დანახული ვებკამერის ობიექტივით ისპაჰანსა და ბერლინს შორის. კამერა კი ყველაფერს ხედავს: უცნაური თოვლი ისფაჰანში, რეჟისორის დედის მოთხრობები მისი ციხის პერიოდიდან და მამის დაჟინება, მოისმინოს შვილის გასული ღამის სიზმარი.

მიუხედავად ტკივილისა, რომელსაც უკან დატოვებული სახლი იწვევს და ოჯახში არსებული უთანხმოებებისა, რეჟისორი ცდილობს ეძებოს ის, რაც ჯერ კიდევ არ დანგრეულა - სიყვარული, რომელიც მაშინაც რჩება ადამიანებს შორის, როცა მათ სივრცე ჰყოფთ.

რა დაგესიზმრა წუხელ, ფარაჯანოვო?

კინოთეატრები ბათუმში და თბილისში