„ჯოკონდა“ — იტალიელი კომპოზიტორის ამილკარე პონკიელის ოთხმოქმედებიანი ოპერაა, რომლის ლიბრეტო არიგო ბოიტომ ფსევდონიმით Tobia Gorrio დაწერა. ოპერა ეფუძნება ვიქტორ ჰიუგოს პიესას „ანჯელო, პადუის ტირანი“. მისი პრემიერა 1876 წლის 8 აპრილს მილანის ლეგენდარულ თეატრ ლა სკალაში გაიმართა.