ფილმი წარმოადგენს ვიზუალურ და ემოციურ მოგზაურობას ბეირუთისა და ლიბანის 70-წლიან აუდიოვიზუალურ მეხსიერებაში. იგი მთლიანად შედგება საარქივო კადრებისგან (სამოყვარულო ვიდეოები, ტელევიზია, კინოქრონიკები, ფოტოები) და გვიჩვენებს როგორც ყოველდღიურ სიხარულსა და სიყვარულს, ისე ომისა და განადგურების ტკივილს.