"გაიცანით, ჩვენი შვილები" - რეჟ. ომარ გვასალია.
1988 24'.
დოკუმენტურ ფილმში ახალგაზრდები სკეიტბორდებით ერთობიან, პარალელურად კი მათ აზრებს ვისმენთ ყოველდღიურ ყოფასა და სოციალურ საკითხებზე.
"ტრასა" - რეჟ. ლევან კიტია.
1988 21'
ლევან კიტიას ეს სტუდენტური მხატვრული ფილმი წინ უძღოდა მისი ლექტორის, ომარ გვასალიას ფილმს “გაიცანით ჩვენი შვილები”. სკეიტერი ახალგაზრდები თავდავიწყებით ეშვებიან დაღმართზე, ერთმანეთს ეჯიბრებიან სკეიტინშიც და სიყვარულშიც.
ფილმში თამაშობენ დადა დადიანი, მაკა ჩიჩუა და ვაჟა მიქაბერიძე.