1 ივნისისადმი მიძღვნილი საბავშვო ფესტივალი

შინაარსი
arrow

"პირველი ნაბიჯი"-ის მიერ ორგანიზებული საბავშვო ფესტივალი იყო ნათელი ღონისძიება, რომელიც ბავშვთა დაცვის დღეს მიეძღვნა. ფესტივალი მოიცავდა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთულ გასართობ პროგრამას სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. აღსანიშნავია, რომ YOLO გახდა ამ ღონისძიების სპონსორი და აქტიური მხარდამჭერი.

როგორ ემზადებოდა YOLO-ს გუნდი ფესტივალისთვის

YOLO-ს გუნდი გულდასმით ემზადებოდა ცენტრის “პირველი ნაბიჯი” მიერ ორგანიზებული საბავშვო ფესტივალისთვის. იოლოს გუნდი დიდ ხანს არჩევდა პარტნიორ ცენტრს.ასევე გადიოდა კონსულტაციებს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებთან ბავშვების პრეფერენციების შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად. მთელი გუნდი ხალისით და ენთუზიაზმით ელოდა ღონისძიებაში მონაწილეობას და ბავშვების გაცნობას.

ბავშვების სურვილების გათვალისწინებით,YOLO-მ დაიქირავა ანიმატორები და დიჯეი, მოაწყო საპნის ბუშტების შოუ ცენტრის ტერიტორიაზე. გუნდის წევრებმა გაიცნეს ცენტრის ბავშვები და მათთან ერთად მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში. ასევე საზეიმოდ დაურიგეს მათ ჰელიუმის ბუშტები, რომლებიც ბავშებს ძალიან მოსწონთ.

აღსანიშნავია, რომ იოლომ არც ცენტრის თანამშრომლები დატოვა უყურადღებოდ და მათ სერტიფიკატები გადასცა ექსკლუზიური ფასდაკლების ვაუჩერები გადასცა. ღონისძიების დასასრულს, ოგანიზატორები და იოლოს გუნდი თბილად დაემშვიდობნენ ერთმანეთს და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე შეთანხმდნენ.

შედეგები

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი ძალიან ნათელ ღონისძიებად იქცა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. სპონსორი და აქტიური მხარდამჭერი იყო კომპანია YOLO, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ღონისძიების მომზადებაში. YOLO-ს გუნდმა გაიარა კონსულტაცია მშობლებთან და ცენტრის წარმომადგენლებთან, დაიქირავა ანიმატორები და მოაწყო საპნის ბუშტების  შოუ ბავშვებისთვის სადღესასწაულო  ატმოსფეროს შესაქმნელად.

შეხვედრის დასასრულს, YOLO-მ მადლობა გადაუხადა "პირველი ნაბიჯის" ორგანიზატორებს მონაწილეობის საშუალებისთვის და განსაკუთრებული სიხარულის მინიჭებისთვის. გუნდმა ბევრი დადებითი ემოცია მიიღო და სიამოვნებით დაუჭირა მხარი ამ ღონისძიებას. მეტიც, კომპანიისთვის ეს არ იქნება ერთჯერადი აქტივობა, იოლო გეგმავს, რომ ხშირად გაახაროს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები და საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს მათ საჭიროებებზე.

გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.