ბაგის ტური: სამშვილდის კანიონი თბილისში - სასაჩუქრე სერტიფიკატი | Yolo
New
ბაგის ტური: სამშვილდის კანიონი
ბაგის ტური: სამშვილდის კანიონი
ბაგის ტური: სამშვილდის კანიონი - 2304
ბაგის ტური: სამშვილდის კანიონი - 2305

ბაგის ტური: სამშვილდის კანიონი

იმოგზაურეთ ბაგით საქართველოს ისტორიის კვალდაკვალ და დატკბით ბუნების შთამბეჭდავი ხედებით!
აჩუქეს 100 ჯერ
700 ₾
1-5 პერსონა
4 საათი
arrow
მულტისაჩუქარი
ყიდვა
ექსკლუზიური წინადადებები საუკეთესო ფასად
1 პერსონა, 2 პერსონა, 3 პერსონა, 4 პერსონა, 5 პერსონა
4 საათი
En, Ge, Ru

სერვისის დაჯავშნა ხდება მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე (კონკრეტული დღების რაოდენობა დამოკიდებულია პროვაიდერის პირობებზე).

ლოკაციის დეტალები და საკონტაქტო ინფორმაცია იგზავნება მას შემდეგ, რაც პროვაიდერთან შეთანხმდება თქვენთვის სასურველი დრო და თარიღი.

აღწერა

მოაწყვეთ პატარა ექსპედიცია მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანებთან ერთად! საშუალო სირთულის, 70 კმ სიგრძის მარშრუტი სამშვილდის თვალწარმტაც კანიონამდე მიგიყვანთ, სადაც ნაქალაქარის ტერიტორიაზე 40-წუთიანი ფეხით გასეირნება გელით. ბაგის პროფესიონალი მძღოლი მართავს, თქვენ კი შეგიძლიათ მშვიდად დატკბეთ მოგზაურობითა და ბუნების ულამაზესი ხედებით. ტური შესანიშნავი შესაძლებლობაა ქალაქგარეთ დღის გასატარებლად ან განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნავად. მოგზაურობის შემდეგ შეგიძლიათ დასვენება გააგრძელოთ სასტუმროში, სადაც არის რესტორანი, ღია აუზი და ღამის გათევის შესაძლებლობა. წინასწარი შეთანხმებით შესაძლებელია ინდივიდუალური სადღესასწაულო პროგრამის ორგანიზებაც. სერტიფიკატის ღირებულებაში შედის: ერთი ბაგის დაქირავება მაქსიმუმ 5 მგზავრისთვის, მძღოლ-გიდის მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში საწვიმრები. ღირებულება არ არის დამოკიდებული მგზავრების რაოდენობაზე.

სურვილის შემთხვევაში, დამატებით შეგიძლიათ შეუკვეთოთ:

  • დრონით გადაღება — 100 GEL;
  • GoPro-ს დაქირავება — 50 GEL;
  • ტრანსფერი ქალაქიდან — 80 GEL-დან;
  • პნევმატურ ტირში სროლა — 50 GEL-დან.

დამატებითი მომსახურების საფასურის გადახდა ხდება ადგილზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: მართვის მოწმობა არ არის საჭირო. რეკომენდებულია თან იქონიოთ კომფორტული ფეხსაცმელი, რომლის დასვრაც პრობლემას არ შეგიქმნით. ტურები ტარდება მთელი წლის განმავლობაში, ხელსაყრელ ამინდში.

აირჩიეთ სერტიფიკატის სასურველი ფორმა

საჩუქრის შეფუთვა
ელექტრონული სერტიფიკატი