თბილისის ზოოლოგიური პარკი არის საქართველოს ყველაზე ძველი და დიდი ზოოპარკი, ქვეყნის დედაქალაქში — თბილისში. ის 1927 წელს დაარსდა და მდებარეობს ვერეს ხეობის ცენტრალურ ნაწილში.
2015 წლის 14 ივნისის წყალდიდობამ ზოოპარკი ძლიერ დააზიანა — ბევრი ცხოველი დაიღუპა ან ტერიტორიას გარეთ აღმოჩნდა.