თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია — კათოლიკური ეკლესია თბილისში, მეტროსადგურ მარჯანიშვილთან ახლოს, ივ. ჯავახიშვილის № 55-ში მდებარეობს. ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1870 წელს. არქიტექტორია ალბერტ ზალცმანი. მშენებლობას ხელმძღვანელობდა შტაბს-კაპიტანი ზუბალაშვილი.