"ციცინათელა" - ატრაქციონების პარკი, მდებარეობს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში, ზღვისპირა დაბა ურეკსა და ქალაქ ქობულეთს შორის, უნიკალურ საკურორტო ზოლში,14.5 ჰექტარზე.
ატრაქციონების პარკი "ციცინათელა" 2006 წელს გაიხსნა. პარკში არსებული ატრაქციონები ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი.
"ციცინათელა"– ში ფუნქციონირებს 36 გასართობი ატრაქციონი: 8 საბავშო, 17 საოჯახო და 11 ექსტრემალური. აქვე მდებარეობს სათამაშო ავტომატების ერთი დარბაზი და საბავშვო ლაბირინთი " ბედნიერი ქალაქი " ასევე ბოულინგი.
დამსვენებლებს ემსახურება აგრეთვე 2 ღია ტიპის პიცერია, ყავის სახლი, ბარი და შვიდი სავაჭრო ჯიხური.