![🌸](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tf0/1/16/1f338.png)
დაკვირტულ ხეებს რომ ჩაუვლი და გული ბავშვური სიხარულით აგევსება, სწორედ ეგეთი გაზაფხული დაგვიდგა მზისგულიან თბილისში.
![🌞](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t5f/1/16/1f31e.png)
ერთი სხივიც საკმარისია, ტოტებიდან მაშინვე ყვავილები გადმოიშლებიან... თითქოს ნიშანიაო, ჩვენც სწორედ ამ ყვავილებთან ერთად გადმოვშლით ხოლმე დახუნძლულ დახლებს.
![🌼](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t9b/1/16/1f33c.png)
ამ ათასფრად აელვარებულ ქალაქში, უკვე მეექვსე წელია, გაზაფხულს თბილისური ბაზრით ვეგებებით. რუსთაველზე ხალიჩებივით გადმოვფენთ სავსე დახლებს, ქართულ ნაწარმს ვათვალიერებთ, ვსინჯავთ, ვყიდულობთ და ამ სიამტკბილობაში ერთმანეთს სითბოსა და სიყვარულს ვუზიარებთ.
ჰოდა, იწყება!