შთაბეჭდილებები აფიშა
დაგვირეკეთ მოგვყევით მოგვწერეთ იკითხეთ საიტზე
აქტივაცია
როგორ მუშაობს Yolo? საჯარო ოფერტა კონფიდენციალურობის პოლიტიკა მიწოდება ჩვენ შესახებ კონტაქტი ჩვენ შესახებ
GEO ENG RUS

ლისის სამთო ფესტივალი

15.06.24 16.06.24
ქართული , ინგლისური , რუსული

ფასი: - ₾

ყიდვა

ინფორმაცია

● Სახალისო გარბენი: 7კმ, 300 ვერტიკალური მეტრი

● სპრინტი: 10კმ, 700 ვერტიკალური მეტრი

● ლისის სამთო გარბენი: 20კმ, 1,000 ვერტიკალური მეტრი

● ლისის სამთო მარათონი: 42კმ, 2,250 ვერტიკალური მეტრი

● ლისი ულტრა: 62კმ, 3,000 ვერტიკალური მეტრი ლისი ულტრას ბილეთის შესაძენი ბმულის მისაღებად, აუცილებელია, შეავსოთ წინასწარი საკვალიფიკაციო განაცხადი (https://www.traillab.ge/lisi/ultra-application/) და გამოგზავნოთ დასადასტურებლად. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადმოგეგზავნებათ რეგისტრაციის ბმული სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ იმეილზე.

● ლისი 100: 105კმ, 4,400 ვერტიკალური მეტრი ლისი 100-ის ბილეთის შესაძენი ბმულის მისაღებად, აუცილებელია, შეავსოთ წინასწარი საკვალიფიკაციო განაცხადი (https://www.traillab.ge/lisi/ultra-application/) და გამოგზავნოთ დასადასტურებლად. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადმოგეგზავნებათ რეგისტრაციის ბმული სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ იმეილზე.

ივენთის აღწერა

ლისის სამთო ფესტივალის შემდეგ, რომელიც 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შეჯიბრი იყო, 2024 წელს თრეილლაბი, თბილისის მერიის მხარდაჭერით საქართველოს სამთო სირბილის ფედერაციასთან ერთად ბრუნდება განახლებული თავგადასავლებით!

ღონისძიება ტარდება 15-16 ივნისს და მასპინძლობს თავგადასავლების ყველა მაძიებელს, გამოცდილ, მოყვარულ თუ დამწყებ მორბენლებს. უკლებლივ ყველას ექნება შესაძლებლობა, თრეილრანინგი გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში და აირჩიოს სასურველი დისტანცია 7-დან 100 კილომეტრამდე.

ფესტივალის ფარგლებში გარბენები ექვს დისტანციაზე იმართება. ყველა დისტანციის სტარტი და ფინიში წოდორეთის დამშრალ ტბაზეა:

1. Სახალისო გარბენი: 7კმ, 300მ

2. სპრინტი: 10კმ, 700მ

3. ლისის სამთო გარბენი: 20კმ, 1,000მ

4. ლისის სამთო მარათონი: 42კმ, 2,250მ

5. ლისი 62: 62კმ, 3,050მ

6. ლისი 100: 100კმ, 4,400მ

აქ კი დეტალურად თითოეული დისტანციის შესახებ:

Სახალისო გარბენი (7კმ, 300მ) ღონისძიების ყველაზე ხალხმრავალი და მხიარული შეჯიბრია. მარშრუტი სხვა დისტანციებისაგან საპირისპირო მიმართულებით მიემართება, მონაწილეებს ტყის ბილიკები და გადასალახი მდინარე, დიღმის ხევი ელოდებათ.

Სპრინტი (10კმ, 700მ)

10კმ-იანი სპრინტი ყველაზე სწრაფი დისტანციაა - წოდორეთის დამშრალ ტბას და მსხალდიდის ტბას შორის მანძილი მონაწილეებმა ორჯერ უნდა დაფარონ, წინ და უკან, და გზად ნათლისმცემლის მთაზეც გადაირბინონ.

ლისის სამთო გარბენი (20კმ, 1,000მ) წარმოადგენს კლასიკურ დისტანციას, რომელიც უკვე მესამედ ტარდება. 20კმ წრიულ მარშრუტი იწყება წოდორეთის ტბიდან და ტყიანი ბილიკებით გაივლის ნათლისმცემლის მთას, ლომის სერს, კვეთს ბევრეთის და დიღმის ხევებს და უკან წოდორეთის ტბისკენ ბრუნდება. Მონაწილეებს ელოდებათ თბილისის, თრიალეთის ქედისა და კავკასიონის ულამაზესი ხედები.

ლისის სამთო მარათონი (42კმ, 2,250მ)

მარშრუტი იმეორებს ლისის სამთო გარბენის პირველ ნაწილს. ლომის სერიდან ბევრეთის ხევში ჩასული მონაწილეები ისე ზემოთ, ამჯერად სათოვლიას ქედზე უნდა ავიდნენ ტაბარუკის გავლით, საიდანაც გადაიშლება მტკვრის ხეობის პანორამა, თრიალიეთის და თხოთის ქედების და რაც მთავარია კავკასიონის დაუვიწყარი ხედები. ბილიკი ქედს სრული 10 კილომეტრი მიუყვება, რის შემდეგაც უხვევს ქვემოთ დიღმის წყლის ხეობაში და ნაცნობი გზით ბრუნდება წოდორეთში.

ლისი 62: (62კმ, 3,050მ) ნათლისმცემლის მთის, ლომის სერის, სათოვლიას ქედის გარდა ულტრა დისტანციის მორბენლები დიდგორის მონუმენტს, თრიალეთის ქედის ნაწილს, მდინარე ვერეს სათავეებს და ულამაზეს სოფელ ღვევასაც მოინახულებენ.

ლისი 100: (100კმ, 4,400მ) 100K შეჯიბრი აერთიანებს ლისი 62-ის მარშრუტს და დამატებით 40კმ წრეს ქსილისის და შიხანის მთების გარშემო. ზღვის დონიდან 2,000მ-ის სიმაღლეზე მდებარე ალპურ ზონამდე, მარშრუტი გადაკვეთს კავთურას ხეობას და გაივლის მიტოვებულ სოფელ ბოტისს.

მონაწილეებმა გარბენის წარმატებულად დასაფინიშებლად გარბენის განსაზღვრული საკონტროლო პუნქტები და ფინიშის ხაზი უნდა გადაკვეთონ განსაზღვრულ დროის ლიმიტებში:

  1. Სახალისო გარბენი - 03:00 საათი - 1 საკონტროლო პუნქტი
  2. სპრინტი - 02:30 საათი - 1 საკონტროლო პუნქტი
  3. ლისის სამთო გარბენი - 04:00 საათი - 2 საკონტროლო პუნქტი
  4. ლისის სამთო მარათონი - 10:00 საათი - 4 საკონტროლო პუნქტი
  5. ლისი ულტრა - 13:00 საათი - 6 საკონტროლო პუნქტი

ლისის სამთო ფესტივალის უკლებლივ ყველა გარბენი რეგისტრირებულია როგორც სამთო სირბილის საერთაშორისო ასოციაციის (International Trail Running Association ITRA https://itra.run), ასევე მონბლაბის ულტრა თრეილ მსოფლიო სერიის UTMB WORLD SERIES (https://utmb.world) მიერ. აქედან სამ გარბენს აქვს საერთაშორისო საკვალიფიკაციო სტატუსი:

ლისი სამთო გარბენი  

ლისი სამთო მარათონი  

ლისი ულტრა  

ლისი 100  

გარბენის დეტალური წესები და მოთხოვნები განახლდება გარბენის ვებ გვერდზე: traillab.ge/lisi

ლისის ტბა

Kura River valley