შთაბეჭდილებები აფიშა
დაგვირეკეთ მოგვყევით მოგვწერეთ იკითხეთ საიტზე
აქტივაცია
როგორ მუშაობს Yolo? საჯარო ოფერტა კონფიდენციალურობის პოლიტიკა მიწოდება ჩვენ შესახებ კონტაქტი ჩვენ შესახებ
GEO ENG RUS

Kool & the Gang - Powered By Mono Hall Tbilisi

29.06.24
ქართული , ინგლისური , რუსული

ფასი: - ₾

ყიდვა

ინფორმაცია

29 ივნისს - Spacehall კუსტბაზე - Mono Hall-ისა და Sparks-ის ორგანიზებით, გრემის მფლობელი ლეგენდარული ამერიკული ბენდის, Kool & the Gang-ის გრანდიოზული კონცერტი გაიმართება.

Kool & the Gang - 1964 წელს ნიუ ჯერსიში ჩამოყალიბდა, მათი მუსიკა კი ძირითადად R&B, soul და funk ჟღერადობების თავბრუდამხვევ შერწყმას წარმოადგენს. ბენდმა არსებობის მანძილზე, მრავალი ჟანრობრივი ცვლილება განიცადა, მათ შორის შემოქმედებითად იმოგზაურა ისეთ მიმართულებებში, როგორიც არის: ჯაზი, რითმ ენ ბლუზი, სოული, ფანკი, დისკო, როკი და პოპ მუსიკა. საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდგომ ბენდმა კონტრაქტი, ამერიკულ ლეიბლ De-Lite Records-თან გააფორმა და 1969 წელს, სადებიუტო ალბომი Kool and the Gang გამოუშვა.

ივენთის აღწერა

Kool & the Gang-მა პირველი საყოველთაო და ფართო მასშტაბიანი პოპულარობა, მათი მე-4 ალბომის "Wild and Peaceful"-ის საშუალებით მოიპოვა, რომელიც ამერიკული მუსიკალური ჩარტების ტოპ 10-ში მოხვდა. ამის შემდგომ ბენდის წარმატების მორიგი მიზეზი, ბრაზილიელ მუსიკოსთან და პროდიუსერთან Eumir Deodato-თან კოლაბორაცია გახდა. იმ პერიოდში Kool & the Gang-ის ყველაზე წარმატებული ალბომები იყო: Ladies' Night (1979), Celebrate! (1980), and Emergency (1984), რომლებიც ამერიკის მასშტაბით ყველაზე გაყიდვად ალბომებად იქნა აღიარებული. Kool & the Gang-ის ყველაზე პოპულარული სიმღერებია: "Ladies' Night", "Celebration", "Get Down on It", "Joanna", "Misled", და "Cherish".

ბენდს არაერთი საერთაშორისო აღიარება და ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის: Grammy Awards, American Music Awards, ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების დარბაზში. Kool & the Gang-ის დისკოგრაფია, 23 სტუდიურ ალბომსა და 70-მდე სინგლს მოიცავს, მათ ალბომებს კი, 70 მილიონამდე გაყიდვა აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

29 ივნისის საღამოზე, ენერგიულ ატმოსფეროს ჰავერდოვანი მუსიკით, დიჯეი Haverdi გაამრავალფეროვნებს.

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+
📲 მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 593 972 929
📍 ლოკაცია: Spacehall კუსტბა
⏰ დრო: 21:00

SPACEHALL KUSTBA

Turtle Lake, Tbilisi


მსგავსი აფიშები

Gudauri Summer Set • 2024

27.07.24 - 27.07.24

მუსიკა

Jungle

18.08.24

მუსიკა

Trust 2024

27.07.24 - 28.07.24

მუსიკა

AIGEL in Tbilisi

22.08.24

მუსიკა

Monday Jazz Night

29.07.24

მუსიკა

Lemon Formation

02.08.24

მუსიკა

ZHAROK

02.08.24

მუსიკა

PEREMOTKA IN TBILISI

21.08.24

მუსიკა

KHAZI

30.08.24

მუსიკა