Jungle თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Jungle
კონცერტები

Jungle

კარების გაღება | 18:00 ღონისძიების დასაწყისი | 21:00 საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia - ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია. Starring Georgia 2024-ის ფარგლებში შეკვეთილს OneRepublic, Scorpions და Jungle ეწვევიან.
Jungle
Village Natanebi (Shekvetili), Ozurgeti, Georgia
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

18 აგვისტოს, Black Sea Arena Front Stage-ი, ბრიტანული ელექტრონული მუსიკის პროექტს Jungle-ს დაეთმობა, რომელიც ლონდონში ბაზირებულმა მუსიკოსებმა Josh Lloyd-Watson-მა და Tom McFarland-მა 2013 წელს შექმნეს.

Nu Disco და Funk ჟღერადობით შთაგონებული მუსიკოსების პირველი მნიშვნელოვანი კომპოზიცია Busy Earnin’ 2014 წლის აპრილში გამოიცა და მაშინვე მოექცა მსმენელისა და მუსიკალური კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში. 2018 წელს გამოცემული Casio კი დღემდე ბენდის ერთ-ერთ გამორჩეულ კომპოზიციად ითვლება და არ კარგავს აქტუალურობას.

აღსანიშნავია, რომ Jungle-ს შემოქმედებაში ელექტრონულ ჟღერადობასთან ერთად აქტიურად გვხვდება ჰიპ-ჰოპისთვის დამახასიათებელი სემპლინგი, ნეო სოულის და კლასიკური R&B-ს ელემენტები, რაც მათ მუსიკას მეტად მრავალფეროვანს და ორიგინალურს ხდის.დაარსებიდან დღემდე, ჯგუფი აქტიურად გვხვდება მსოფლიოს ცნობილ ფესტივალებსა თუ საკონცერტო დარბაზებში, რომელთა რიცხს 2024 წელს შეკვეთილი და Black Sea Arena-ც შეუერთდება.

ფოტო და ვიდეო

Jungle

ადგილი

Black Sea Arena
Black Sea Arena
Village Natanebi (Shekvetili), Ozurgeti, Georgia
შავი ზღვის რეგიონის ყველაზე უნიკალური არენა და მთავარი სცენა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.