მტკვრის ხეობის ულამაზესი ბუნება, მოზღვავებული ადრენალინი ჯომარდობის დროს, ჯანსაღი გართობა (კლდეზე ცოცვა და ცხენით ჯირითი) და მხიარულება მეგობრებთან ერთად სადილის დროს კოცონის გვერდით - ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ ბედნიერ და მრავალფეროვან დღეს შექმნის. ნამდვილად გამორჩეული და დაუმიწყარი შთაბეჭდილება თქვენს ცხოვრებაში, არ გამოტოვოტ თუ ბუნება და ექსტრიმი გიზიდავთ!
ინსტრუქცია:
* ჯომარდობამდე გაივლით უსაფრთხოების დეტალურ ინსტრუქციას.
* მოგეცემათ დამცავი აღჭურვილობა ჯომარდობისთვის, ცხესნე სეირნობისთვის და კლდეზე ცოცვისთვის.
* ინსტრუქტორის თანხლებით, თქვენი ჯომარდობის გუნდი გაივლის მდინარის 10 კმ მონაკვეთს დაახლოებით 1 საათში. დაშვება შესაძლებელია მტკვარზე.
სპორტული აქტივობების მერე გელოდებათ სადილი და მხიარული დროს ტარება.
თქვენ თან უნდა გქონდეთ საცურაო შარვალი/საცურაო კოსტუმი, გამოსაცვლელი სპორტული ფეხსაცმელი და გამოსაცვლელი ტანსაცმელი.
თუ გაქვთ რაიმე დაავადება, აუცილებლად აცნობეთ ორგანიზატორებს და ინსტრუქტორს მათ შესახებ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებს ეკრძალებათ სერვისით სარგებლობა.
ფასი არ განსხვავდება ჩვენი პარტნიორის ფასისგან
საჯომარდო ბანაკი - ექსტრემალური ჯომარდობა საქართველოში დაარსდა 2019 წლის 25 აპრილს, თუმცა კომპანიაში მომუშავე პერონალის გამოცდილება 10 წლიან პრაქტიკულ გამოცდილებას ითვლის დღესდღეობით ჩვენს საჯომარდო ბანაკს აქვს 15-მდე ჯომარდობის ტური, რომლის განხორციელებაც 5 რეგიონსა და 10-მდე საჯომარდო მდინარეზე არის შესაძლებელი ჩვენი კომპანიის უპირატესობა და სანდოობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი გუნდის ლიდერებს - ჯომარდობის ინსტრუქტორებს აქვთ საერთაშორისო მსოფლიო ჯომარდობის ფედერაციის მიერ მინიჭებული საბუთი, რომლის მიხედვითაც აქვთ უფლება მსოფლიოს ნებისმიერ მდინარეზე დაგეგმონ საჯომარდო ტური და უხელმძღვანელონ ნებისმიერ გუნდს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით.